“ოცნება” დაისჯება არჩევნებით – დავით ბერძენიშვილი

“ქართული ოცნება” ქართხელ ხალხს იმდენად ასცდა, რომ ის დაისჯება არჩევნებით, – ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს საქართელოში ხელახალი 26 მაისი დადგება.

 

ხელისუფლება, სამწუხაროდ, ქართველ ხალხს იმდენად ასცდა, არა მარტო ჩამორჩა, არამედ დაუპირისპირდა და ის დაისჯება არჩევნებით. როცა დამოუკიდებლობის აქტს ვაწერდი ხელს 1991 წლის 9 აპრილს, მაშინ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ჩენი ქვეყანა საკუთარ ფერს რუკაზე შეინარჩუნებდა ძალიან მძიმე ქარტეხილების ფონზე და მიუხედავად. გაგვეწელა დრო ძალიან, მაგრამ 26 ოქტომბერს მოვა ხელახლა 26 მაისი საქართველოში, – ამბობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი.თავისუფლების მოედანზე ევროპულ აქციაზე 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა –  ინფორმაციას Visioner ავრცელებს.  მარში სახელწოდებით “საქართველო ირჩევს ევროპას” თავისუფლების მოედანზე გუშინ გაიმართა. ათასობით მოქალაქეს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ხალხი ქუჩაში იმის სათქმელად გამოვიდა, რომ ირჩევენ ევროპას და უარს ეუბნებიან რუსეთს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share