“ამ გადამწყვეტ მომენტში სამოქალაქო საზოგადოება, სამწუხაროდ, გახდა დეზინფორმაციის, პროპაგანდის კამპანიის პირდაპირი სამიზნე. მათი სივრცე შეიზღუდა კანონიერი და არაკანონიერი ზომებით. ეს არის შეუსაბამო საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებასთან. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა გასულ კვირას, ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადასვლის სიგნალი, რომელიც აშორებს საქართველოს ევროკავშირში წევრობისგან. ვიმედოვნებ, რომ მოვლენებს მომავალში მოჰყვება შედეგი, მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის სასურველი გარემოს ხელახლა შექმნა უსაფრთხოების სექტორის ჩათვლით და ეროვნული უსაფრთხოების სისტემის შენება, რომელიც შესაბამისი იქნება საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებთან.”
განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა“ და CRRC-Georgia-ს კვლევის: „უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული კონტროლი: გამოწვევები და რეფორმის პერსპექტივები” – პრეზენტაციაზე.