კურიოზულ ფაქტს ჰქონდა დღეს ადგილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ოფისში.
იქ მისულმა, ქალაქ ოზურგეთის ზვანის უბანში მცხოვრებმა მოქალაქემ გ.ს-მ, ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი, მაიზერ ცელაძე იკითხა, ადგილზე მყოფებმა უთხრეს, რომ “გასულია, დაელოდეთ, ადრე მოვა – ისე რა გნებავდათ, ჩვენ გადავცემთო”,
“რას ქვია რა მნებავდაო” – აღელდა მოქალაქე, “შეშა დამპირდა და არჩევნები მოვიდა და არავის არაფერი არ მოუტანია! გადაეცით, არ ვართ ჩემი ოჯახი “ოცნებიზა” ხმის მიმცემი თუ შეშას არ მოიტანთო” – თქვა მოქალაქემ და გაბრაზებული, შეძახილების ფონზე “აუცილებლად გადავცემთო” – ოფისიდან გავიდა.