თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, – ამის შესახებ დღეს, 23 ოქტომბერს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ ისაუბრა.
სანიკიძის თქმით, აშშ-ის კონგრესის განცხადება, რომ „ქართველი ხალხის აქტს“ კიდევ ათმა სენატორმა დაუჭირა მხარი, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ აშშ-ის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტია, ორივე მხარს უჭერს ქართველი ხალხის ურყევ ნებას, გახდეს ევროკავშირის წევრი და გააგრძელოს ევროატლანიკური გაერთიანება.
მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილი იღებს კიდევ ერთ გზავნილს, რომ ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, რომ ეს ხელისუფლება უბრალოდ, შეუთავსებელია დასავლურ ღირებულებებთან, მათ არაფერი აქვთ საერთო ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, აქედან გამომდინარე, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების პირობებში ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება და მოვა ახალი, პროდასავლური, კოალიციური მთავრობა, რომელიც თვისობრივად და არსობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს ურთიერთობას როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.