“ოცნების” ღონისძიებაზე ჩამოყვანილი მოქალაქე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა არ მოსწონს.
”სად მომწონს, არა მომწონს, მარა გამოსწორდება, ამის იმედი მაქვს. არვიცი როდის გამოსწორდება”, – ამბობს მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები თავისუფლების მოედანს “ქართული ოცნების” აქციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლამდე ტოვებენ.
ნაწილმა თავი “გალერეა თბილისს” შეაფარა, ნაწილი კი კოლმეურნეობის მოედანზე ორბელიანების ბაზარში იმყოფება.
ცნობისთვის, თბილისში, “ქართული ოცნების” შემაჯამებელი შეხვედრა მიმდინარეობს.