შს მინისტრი აცხადებს, რომ მისმა უწყებამ ახალი აღჭურვილობა და წყლის ჭავლის მანქანები შეიძინა. მისივე თქმით განახლდა სპეცრაზმის შეიარაღება:
“აღჭურვილობა შევიძინეთ, ახალი წყლის ჭავლის მანქანები, რომლებიც იყო შეძენილი 2006 თუ 2007 წელს წინა მთავრობისგან. უკვე დიდი ხნის მანქანები იყო და დავამატეთ, განვაახლეთ, რამდენიმე ცალი ახალი წყლის ჭავლის მანქანა შევიძინეთ. ასევე, სპეცდანიშნულების რაზმის შეიარაღება განახლდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები” – აცხადებს ვახტანგ გომელაური.