ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისშია – ევროდეპუტატი საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დააკვირდება.
“უპირველეს ყოვლისა, მიეცით საშუალება, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი” – წერს მარკეტა გრეგოროვა პლატფორმა “X”-ზე და აღნიშნავს, რომ თბილისში გუშინ, 23 ოქტომბერს ჩამოვიდა.
ბოლო დიდი წინასაარჩევნო ღონისძიება – და დემონსტრაცია მის წინააღმდეგ გაიმართა საქართველოში შაბათის საპარლამენტო არჩევნებამდე. მე ახლა ჩამოვედი თბილისში ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ამიტომ კვირამდე კომენტარს არ გავაკეთებ არჩევნებზე. უპირველეს ყოვლისა, მიეცით საშუალება, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი”, – წერს ის X-ზე.