სახელმწიფო დასავლეთის და ყველა იმ ადამიანის დემონიზებას ეწევა, რომელიც რუსულ დეზინფორმაციაზე აქტიურად მუშაობს – ნონიაშვილი

პარტია “ფედერალისტების“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო დასავლეთის და იმ ადამიანების დემონიზებას ეწევა, რომელიც ამ ქვეყანაში რუსულ დეზინფორმაციაზე აქტიურად მუშაობს და დასავლეთში მის დაბრუნებას ცდილობს.

ნონიაშვილის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ეს ხელისუფლება არათუ წყვეტს, არამედ ტემპს უმატებს, ამ ქვეყნის დასავლური მომავლის წინააღმდე ბრძოლაში, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პრობლემის სიმძაფრეს.

“რა აინტერესებს სახელმწიფოს, რაში იქექება, რა შუეძლია ნახოს. რამე საინტერესო? “, – ამბობს ნონიაშვილი.

”ფინანსურმა პოლიციამ გაჩხრიკა ჩემი სახლი, ამოიღო ჩემი მეუღლის კომპიუტერი ტელეფონი, ჩემი კომპიუტერი და ჩემი მცირეწლოვანი შვილის ლეპტოპი, დალუქეს და წაიღეს საგამოძიებო ორგანოში. ეს ისტორია საკმარისია გავიგოთ ამ ხელისუფლების ბუნება და საითკენ მიდის ეს ყველაფერი, თუ არჩევნების შემდეგ ფუნდამენტურად არ შეიცვალა ყველაფერი და დემოკრატიულ კურსს არ დაუბრუნდა ქვეყანა.

ეს ხდებოდა რამდენიმე ადამიანის ოჯახში. აქ ჩნდება დიდი კითხვის ნიშანი – არჩევნებამდე 2 დღით ადრე, რატომ დაინახა სახელმწიფო ამ ადამიანებში საფრთხე და მეორე, ეს მარტო იმ ადამიანებს არა, მათ ოჯახის წევრებსაც შეეხოთ.

რა აინტერესებს სახელმწიფოს, რაში იქექება, რა შუეძლია ნახოს. რამე საინტერესო? ამ შეთქმულებებში არის ეს სახელმწიფო, სადაც დასავლეთის დემონიზებას ეწევა და ყველა იმ ადამიანის, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ ქვეყანაში რუსულ დეზინფორმაციაზე და ამ ქვეყნის დასავლეთში დაბრუნებას ცდილობს. 

ვარაუდებზე საუბრის აზრსაც ვეღარ ვხედავ, განა ეს საკმარისი არაა რაც მოვყევი? მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ბუზიაშვილი და გელავა, რომელი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ.

იმ პირობებში, როდესაც ეს ხელისუფლება არათუ წყვეტს, არამედ ტემპს უმატებს, ამ ქვეყნის დასავლური მომავლის წინააღმდე ბრძოლაში,  ამ ვითარებაში, როცა ატლანტიკურ საბჭოს ეხება ეს ყველაფერი, ბრძოლას უცხადებს და მის თანამშრომლებს აწიოკებ,  ბუნებრივია, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პრობლემის სიმძაფრეს“, – განაცხადა ნონიაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“.

პოლიტიკოსის, გიორგი ნონიაშვილის სახლი სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის წინ გაჩხრიკეს. როგორც გიორგი ნონიაშვილის  მეუღლე ამბობს, რომ სახლიდან კომპიუტერები და ტელეფონები წაიღეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share