ორ დღეში საპარლამენტო არჩევნებია – როგორც ყველგან, გურიაშიც მოსახლეობა ხმის მიცემისათვის ემზადება

ორ დღეში საპარლამენტო არჩევნებია – როგორც ყველგან, გურიაშიც მოსახლეობა ხმის მიცემისათვის ემზადება

მოსახლეობის განწყობების გასაგებად ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს რამდენიმე სიფელში იმყოფებოდა

ბახვი

“ჩემს წინასაარჩევნო განწყობას პირდაპირ გეტყვით – ძალიან დიდი იმედებით ვარ და ველოდები ცვლილებებს…. .მე მყავს ორი შვილი და მინდა ჩემმა შვილებმა დაინახონ ევროპის სიკეთეები და ჩვენმა მომავალმა იცხოვროს რაც შეიძლება კარგად.. ასევე მყავს შშმ პირი რომლის გამოც გამოვიარე ბევრი წინაღობა დავიწყებ იმით რომ მე რომ არ ვყავდე კუთვნილ პენსიას ვერ მიიღებდნენ.. ამიტომაც მინდა რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს და არ იყოს ამ ქვეყანაში ეს გახლეჩვები და დაპირისპირებები..”

დვაბზუ

” რაც კარგი იქნება უკეთესია ხალხისთვის.. მაქვს ცვლილებების მოლოდინი და ყველაფერი იქნება კარგად.. აგერ წყალი მოგვიყვანეს, ამ სანიაღვრეს გაწმენდა ვთხოვეთ, ისეა კაცი კისერს მეიტეხს მარა ასე დატიეს და წევიდნენ.. აღარ ვახსოვართ.”

მელექედური

“ჩემი საარჩევნო მოლოდინია შევალთ ევროპაში ..ყველაფერი გვაქვს სოფელში, წყალიც გვაქს, გზაც და აი უმუშევრობა ყველგან არის.. ხოდა დანარჩენი ყველაფერი იქნება კარგად..”

ნასაკირალი

“მე კი მივდივარ არჩევნებზე და კი მაქ კაი განწყობა მარა იგენს რაფერი განყობა აქვენ!?.აია გაკეთებული ან გზაი ან კვალი?!..დაანგრიენ ყველაფერი… თხემლას რომ რგავენ.. რათ მინდა თხემლა .ნიგოზი დარგონ, ხილი: მსხალი ვაშლი, რაცხა დარგონ ბაღნებიზა…”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share