“ქართული ოცნების” სადამსჯელო ოპერაციას რუსული დეზინფორმაციის მკვლევრების წინააღმდეგ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი გამოეხმაურა. The Hill-თვის მიცემულ ინტერვიუში ის ღიად ამბობს, რომ ამ სპეცოპერაციამ დასავლეთში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია და კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკითხი რამდენად სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება არჩევნები საქართველოში.
გამოცემა ამავე სტატიაში უთითებს, რომ ჩხრეკა “ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომლების სახლებში არჩევნებამდე 2 დღით ადრე ჩატარდა. ავტორის განმარტებით, ქართველები 26 ოქტომბერს არჩევანს მოქმედ, პრორუსულ პარტიას „ქართულ ოცნებასა“ და პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შორის გააკეთებენ.
შეგახსენებთ, გუშინ, 24 ოქტომბერს თბილისში გაჩხრიკეს “ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომლების – ეთო ბუზიაშვილის, სოფო გელავასა და მისი მეუღლის – გიორგი ნონიაშვილის სახლები. ფინანსურმა კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო. გელავა და ბუზიაშვილი რუსულ დეზინფორმაციას იკვლევენ.