“მე წლები მემატება და ნუცა სულ 18 წლისაა…” – მაია ასათიანი გარდაცვლილი ქალიშვილის შესახებ

ტელეჟურნალისტ მაია ასათიანის შვილი ნუცა მახვილაძე, რომელიც 18 წლის ასაკში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა, 25 ოქტომბერს 26 წლის გახდებოდა.

24.10.2024

აღნიშნულ თარიღს ემოციური სტატუსით ეხმიანება მაია ასათიანი და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ნუცას ფოტოებით შექმნილ კოლაჟს აქვეყნებს.

„მე წლები მემატება და ნუცა სულ 18 წლისაა… ხვალ ჩემი შვილი 26 წლის ხდება“, – წერს მაია ასათიანი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share