“დღეს საქართველო გაიმარჯვებს” – პრეზიდენტმა ხმა მისცა

დღეს საღამოს ყველა გამარჯვებული ვიქნებით – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხმა ისეთ საქართველოს მისცა, რომელზეც მისი წინაპრები ლოცულობდნენ:

მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომლისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანში 22 წლის წინ;
მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობდნენ ჩემი წინაპრები; ხმა მივეცი იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობს მთელი საქართველო. 

ჩვენ საღამოს ყველა გამარჯვებული ვიქნებით, დამარცხებული არავინ იქნება რადგან გაიმარჯვებს ” – განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share