ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ მისი არჩევანი ევროპულია. ბიზნესმენის თქმით, ახლა მთელი მსოფლიო საქართველოში მიმდინარე არჩევნებს აკვირდება და ქართველმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს, რომ ცივილური სამყაროს ღირებულებების თანამოზიარეა.
თითოეული მოქალაქე, ამომრჩეველი, დღეს, არის ქვეყნის მმართველი, მის ხმაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი, წარმატება და იმიჯი. მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს მოქალაქის არჩევანს. ჩვენს არჩევანზეა, დამოკიდებული – რა ქვეყანა ვართ ჩვენ.
უნდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქე, ამომრჩეველი არის იმ თანამედროვე შეხედულების თანამოზიარე, რაც არის მსოფლიოში. ჩვენ ვირჩევთ, ჩვენს, მომავალს. მე, ვირჩევ ევროპას, ჩვენ ვირჩევთ სტაბილურობას, კოალიციურ მთავრობას, ახალ მმართველობის სისტემას, საქართველოში. დღეს, ეს ცვლილება თუ არ მოხდა, მერწმუნეთ, რომ ჩვენი მომავალი გაურკვეველია.
პირველ რიგში, დღეს რა სტატუსიც გვაქვს, არის ის, რომ ტოტალურ იზოლაციაში ვართ, არავინ არ გველაპარაკება. დღეს თუ არ გველაპარაკება, რატომ გგონიათ, რომ არასწორი არჩევნის შემთხვევაში დაგველაპარაკებიან? ალოგიკურია. ამიტომ, სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ, ჩვენ, მათი თანამოქალაქეები ვართ. ჩვენ, უნდა ვიყოთ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მოქალაქეები.
დღეს, თითოეული ადამიანი, რომელიც სახლში ზის, არის საქართველოს მთავრობის წევრი. განწყობა არაჩვეულევბრივია, მოლოდინი მაქვს იმის, რომ საქართველო დღეს გაიმარჯვებს, 100 %-იანი იქნება ის შედეგი, რასაც ჩვენ წლების განმავლობაშია ველით, – ამბობს თემურ ჭყონია.