მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელიც დღეს საარჩევნო პროცესს აკვირდება, ამბობს, რომ ხმის მისაცემად ძალიან ბევრი ადამიანი მიდის. მისი თქმით, სწორედ ახლა წყდება საქართველოს ბედი და ამიტომ მოქალაქეების აქტიურობა ძალიან მნიშნელოვანია.
წყდება საქართველოს ბედი, ამიტომაც მე ჩავეწერე დამკვირვებლებში და აი, უკვე დავიწყეთ დაკვირვება. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ხალხია მონდომებული, რომ ხმა მისცეს საქართველოს ევროპულ მომავალს. ისეთი რიგები დგას უკვე დილის 8 საათიდან, რომ მემგონი, ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი მოვა. საქართველოს სჭირდება დახმარება, იაქტიურეთ ყველამ, – ამბობს მსოფლიო ბანი.