„ზანზარებს ოპოზიცია-პოზიცია და შეგვაგინე მაინც შე კაცო“ – გიორგი ფოფხაძე სახალხო დამცველს

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე სოციალური ქსელის საშუალებით სახალხო დამცველს მიმართავს და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე გააქტიურებისკენ მოუწოდებს:

”თფუ, თფუ, თფუუ და ჯვარი აქოურობას და სულ იქავე იყოს.. ჩვენი სახალხო დამცველი ხო ჯანმრთელად არის, ძილში ხო არ გაპარულა, ან  ბაღლინჯოს ხუ არ უკპენია, ან იმას, რა ქვიაა? –  კუას

ზანზარებს ოპოზიცია-პოზიცია  და  ნუ ხელი დაგვიქნიე, ჭიტა დაგვიძახე,  შეგვაგინე მაინც შე კაცო.. ან ბოლო ბოლო ენა გამოგვიყავი და დაგვეჯღანე” – წერს გიორგი  ფოფხაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share