“ოცნებამ” 3030 უბანთან მოაწყო ე.წ. ცხელი ხაზის მსგავსი ოფისები, საიდანაც ხდებოდა ყველაფრის გაკონტროლება”

“ოცნებამ”, 3 030-ვე უბანთან მოაწყო ე.წ. ცხელი ხაზის მსგავსი ოფისები და ინფრასტრუქტურა, საიდანაც ხდებოდა ყველაფრის გაკონტროლება”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი თენგო თევზაძე “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა. ის  ამბობს, რომ შესაბამისი მტკიცებულებები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება და იმ პირების მიმართ, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, ბევრი შეკითხვაც დაისმება.

თენგო თევზაძემ “ოცნების” გაყალბების სხვა მეთოდებზეც ისაუბრა და თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს: “საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა არჩევნები, რომელიც არ იყო ფარული, ცესკომ ვერ უზრუნველყო საარჩევნო პრინციპის დაცვა – არცერთი ბიულეტენი არ იყო ფარული”.

მისივე თქმით, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში, არაერთ უბანზე დაფიქსირდა 2-3 ბიულეტენის აპარატში შეცურების მცდელობა, თუმცა, როდესაც დამკვირვებლებმა და მედიამ ეს ფაქტი გაასაჯაროვა, დაახლოებით დღის 2 საათზე, ეს პროცესი შეწყვიტეს.

თენგო თევზაძე საუბრობს რეგისტრატორებთან დაკავშირებითაც და ამბობს, რომ არაერთმა მათგანმა, უბანზე მისულ ამომრჩეველს ჰკითხა, გაეკეთებინა თუ არა მარკირება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ეს ე.წ. კარუსელის პროცესის მანიშნებელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share