კოალიცია “ცვლიელებისთვის“ ლიდერი, ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ეს პარლამენტი ვერ შედგება და ვერ იფუნქციონირებს.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ეს არის პროცესის სხვა ეტაპი, რომელშიც წარმატება ქართველ ხალხს დარჩება.
”ეს პარლამენტი ვერ შედგება, ვერ იფუნქციონირებს, არ იქნება აღიარებული, არავის მიერ, დარწმუნებული ვარ.
ოპოზიცია ამ ბრძოლაში ბევრი წელიწადია არის, არაფერი არ დაგვიწყია გუშინ. ეს არის პროცესის სხვა ეტაპი და, მიმაჩნია, რომ წარმატება დარჩება ქართველ ხალხს, ურყევობით, სიმრავლითა და სიმტკიცით.
სიმრავლე მნიშვნელოვანია, შეიძლება, მართალი იყო, ღირსება შენს მხარეს იყოს, მორალური უპირატესობა გქონდეს, მაგრამ არ გყავდეს თანამებრძოლი. შეიძლება, ბევრი თანამოაზრე გყავდეს და ცოტა თანამებრძოლი. ახლა ძალიან ბევრნი ვართ, უმრავლესობაში ვართ” – განაცხადა ნიკა მელიამ.