„აქტიურ მოქალაქეებს მოვუწოდებ, დაიწყონ პროტესტი უახლოეს საათებსა და დღეებში“ – მიხეილ სააკაშვილი

მესმის ხალხის დიდი ნაწილის სურვილი, რომ აქციები დაჩქარდეს, თუმცა პარტიებზე გადაბრალება ოლიგარქის რეჟიმს აწყობს მხოლოდ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

სააკაშვილი აქტიურ მოქალაქეებს მოუწოდებს, უახლოეს საათებსა და დღეებში პროტესტი დაიწყონ.

„ვინ უშლის ნებისმიერ, თუნდაც მცირერიცხოვან ჯგუფს თვითონ გამოხატონ პროტესტი და არ დაელოდონ პარტიებს. მჯერა, რომ ასეთი აქტიური მოქალაქეები არსებობენ და მინდა მოვუწოდო მათ, დაიწყონ პროტესტები უახლოეს საათებსა და დღეებში. განსხვავებით 2003 წლიდან, ახლა სოციალური ქსელი იძლევა ბევრად უფრო სწრაფი დაორგანიზების საშუალებას. თუ მხოლოდ პარტიის ლიდერები იქნებიან ამ პროტესტის ავანგარდში, მათი განეიტრალება შედარებით ადვილი იქნება.

ახლა გადამწყვეტია მასობრივი თვითორგანიზაცია და თვითინიციატივა, პარტიებმა თავის საქმე აკეთონ, თქვენ თქვენი.

ასე რომ, ნუ დაელოდებით ნურავის, ნუ შემოიფარგლებით „ფეისბუქში“ უკმაყოფილების გამოხატვით, გამოდით და შეეწინააღმდეგეთ დიქტატურას!

დიქტატურა ვერ გაიმარჯვებს!“ – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share