“დამკვირვებლებმა ძალიან ცხადად თქვეს: ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები” – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ფრანგმა პოლიტიკოსმა ყურადღება “ქართული ოცნების” საგარეო კურსსაც დაუთმო და თქვა, რომ “მმართველი პარტიის არალიბერალური გადახრის გაგრძელება ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ზიანის მომტანი იქნება“.
”დამკვირვებლებმა ძალიან ცხადად თქვეს: ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები… ძალიან ცხადად უნდა ვთქვათ, საქართველო გასული წლიდან არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ამას მოჰყვება მოთხოვნები და ვალდებულებები კანონის უზენაესობასთან და არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ არალიბერალური გადახრის გაგრძელება ზიანის მომტანი იქნება ევროპული პერსპექტივისთვის, რომელიც [საქართველოს] მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს“, – განაცხადა ჰადადმა.