ეკონომისტი ოთარ აბესაძე “ტვ პირველის” ეთერში იმ საფრთხეების შესახებ საუბრობს, რომლის წინაშეც საქართველოს ეკონომიკა სანქციების დაწესებისა და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის შემთხვევაში დადგება.
ოთარ აბესაძე განმარტავს, რომ თუ ქვეყანაში პოლიტიკური სტაგნაცია გაგრძელდება, უახლოეს მომავალში საქართველოში დასავლური ტიპის ინვესტიციები აღარ შემოვა.
“მსხვილი საერთაშორისო ბაზრები თავს შეიკავებენ არალეგიტიმური ხელისუფლების ქვეშ მყოფ ქვეყანაში ეკონომიკური ოპერირებისგან” – ამბობს ოთარ აბესაძე.
”საქართველოს წინაშე თუ დადგა სანქციების გატარების და ვიზალიბერალიზაციის გაჩერების პოლიტიკა, ეს ყველა საერთაშორისო ეკონომიკური პლატფორმა გაწყვეტს ყოველგვარ ინტერესს საქართველოსადმი მსხვილი საერთაშორისო საფინანსო დონორებისგან, ინვესტორებისგან და ა.შ.. რასაკვირველია, მსხვილი საერთაშორისო ბაზრები თავს შეიკავებენ არალეგიტიმური ხელისუფლების ქვეშ მყოფ ქვეყანაში ეკონომიკური ოპერირებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოში გაგრძელდება პოლიტიკური სტაგნაცია, ვერ ვიხილავთ დასავლური ტიპის ინვესტიციებს”, – ამბობს ოთარ აბესაძე.