2 ნოემბერს, შაბათს საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დღე უნალექოდ ჩაივლის.
დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +18, +23°; მთაში +16, +21°; მაღალმთაში +14, +19°.
3 ნოემბერს, კვირას დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +9, +14°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +7, +12°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +16, +21°; მთაში +12, +17°; მაღალმთაში +9, +14°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით +5, +10°.
თბილისში ჰაერი 2 ნოემბერს +20° გრადუსამდე გათბება. მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღრუბლიანობა შენარჩუნდება 3 ნოემბერსაც, მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი 17-22 მ/წმ. ტემპერატურა +19° იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 3 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.