რა პასუხის გასცა ლადიმე კოპლატაძემ ჩეკას უფროსს

რა პასუხის გასცა ლადიმე კოპლატაძემ ჩეკას უფროსს
.
„1922 წელს, შემოდგომაზე მოვიდა სოფ, ბასილეთში, ოზურგეთის ჩეკის უფროსი მხეიძე ჯარით და მოსთხოვა სოფელს 25 თოფი, სხვებთან ერთად, ერთ ღარიბ გლეხს, მოხუც ლადიმე კოპლატაძეს, რომელიც დაბეზღებული იყო მისი ახლო მეზობლის მიერ, როგორც ყაზახური „ვინტოვკის“ მქონე, მან ჯერ იუარა თოფის ქონა, მაგრამ როცა მხეიძემ მას მიუთითა, რომ მას აშკარა საბუთი ჰქონდა ამისა, კოპლატაძემ უპასუხა: „კი ბატონო, მართალია მე მაქვს თოფი, სწორედ ისეთი, როგორიც თქვენთვის მოუხსენებიათ. ამ თოფით წინათ მე ვებრძოდი მეფის „სტრაჟნიკებს“ და იმედი მაქვს კიდევ მომიწევს რუსებთან ბრძოლა და თოფსაც ამ დროისათვის ვინახავო”. კოპლატაძე დაატუსაღეს და გარდაიცვალა ოზურგეთის ციხეში. მხეიძემ კი თოფი მაინც ვერ მიიღო.
.
რასაკვირველია მთელ ხალხს ეს არ შეეძლო და მთავრობამ 1922 წლის შემოდგომაზედ ჩაიგდო ხელში უდიდესი ნაწილი იმ იარაღისა რაც გურიის ხალხს დარჩენოდა დამოუკიდებლობის დროიდან. ვინც კი მოახერხა თავისი იარაღის გადარჩენა, ისიც ბევრი დაიჟანგა და გაფუჭდა მოუვლელობის გამო, განსაკუთრებით ვაზნები.“
.
– სიმონ გოგიბერიძე – „ბრძოლა სამშობლოსათვის“ 1938 წელი, პარიზი.
– Альбом по истории 1928 г. – 1905 წლის გურიის სპეციალური დანიშნულების ასეულის „ტერორისტების“ მებრძოლები;
შეიძლება იყოს 2 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share