26 ოქტომბერს ”ქართული ოცნება” ყოველ 15 წუთში 2 ხმას იპარავდა – ამის შესახებ ტვ პირველს ექსპერტმა ვანო კეჭაყმაძემ განუცხადა. ანალიზზე დაყრდნობით ექსპერტი ამბობს, რომ თუ ეგზიტპოლებს დავუჯერებთ, მმართველმა პარტიამ თითო უბნიდან დაახლოებით 95 ხმა წაიღო.
“თუ ეგზიტპოლებს დავუჯერებთ, ყოველ 15 წუთში 2-3 ბიულეტენი (მოიპარეს). ეს ჩაყრილი ხმებია”- ამბობს ის.
ცესკოს ოფიციალური შედეგებით, ქართულ ოცნებას მხარი ამომრჩეველთა 54%-მა დაუჭირა.
ცესკო ამტკიცებს, რომ ხმები კი ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“ – 53.931%;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 11.035%;
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.167%;
- „ძლიერი საქართველო“ – 8.81%;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 7.768%.
ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.