“ოცნება” ვერასდროს იპოვის ადგილს ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს შორის, იმიტომ, რომ ის არის რუსეთის ნაწილი – გვარამია

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერასდროს იპოვის ადგილს ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს შორის, იმიტომ, რომ ეს არის რუსეთის ნაწილი, – ასე აფასებს კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის  ბუდაპეშტში ვიზიტს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, “ოცნების” ხელისუფლებას ცივილურ სამყაროში ხელს აღარავინ ართმევს და არ შეიძლება, რომ საქართველოს მსგავის ხლეისუფლება ჰყავდეს.

„შარლ მიშელთან საუბარი იყო სულ რამდენიმეწუთიანი – როცა ხელისუფლება ოპოზიციის ქმედებებზე ლაპარაკობს უკვე მის უმწიფარობას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ გუშინ ჩვენი პრემიერ- მინისტრი (სამარცხვინოა, რომ ასე მიწევს მისი მოხსენიება), საფრანგეთისა და გერმანიის უმაღლეს პირებს შორის რომ უნდა მჯდარიყო ის კაცი, როგორ გადასვეს ევროპის ოლიგარქთან და ყველას მიერ გარიყულ ფიცოსთან, მოწვევაც იყო, ასევე, ევროპაში ყველას მიერ აღიარებულ ავტორიტარის, ორბანის, მიერ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერასდროს იპოვის ადგილს ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს შორის, იმიტომ, რომ ეს არის რუსეთის ნაწილი, როგორც პუტინი ვერ იპოვის, ისე ვერ იპოვიან, მისი გაგრძელებები, მათ შორის, საქართველოში. ზელენსკი ვერასდროს იპოვის საერთო ენას კობახიძესთან, რომლის პარტიამაც უკრაინის ტრავმასა და ტრაგედიაზე ააგო თავისი წინასაარჩევნო კამპანია და აგერ ბანერებზე გამოფინა. ეს ხალხი არიან ისინი, ვისაც ხელს აღარ ართმევენ და არ შეიძლება, ევროპულ საქართველოს ჰყავდეს ხელისუფლება, რომელსაც უბრალოდ არავინ ესალმება, – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე დასასწრებად არა ევროპული ლიდერების, არამედ პრორუს ვიქტორ ორბანის მიწვევით ჩავიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share