ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო პლატფორმა X-ზე წერს, რომ “მოსკოვმა დრო გამონახა, რათა საქართველო საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია“.
”ბუდაპეშტში შეხვედრის დროს ევროპელ ლიდერებს “დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ”. მოსკოვმა, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია. არასდროს არ ვსწავლობთ”, – წერს ლუაზო.