“გაუქმდეს გაყალბებული არჩევნები! არა რუსულ რეჟიმს!” – ამ ლოზუნგით, ხვალ, 9 ნოემბერს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციას გამართავენ.
აქციის ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია “გზის” ცნობით, პროტესტი შემდეგ ქალაქებში იფეთქებს:
- ბერლინი – 15:00სთ.
- შტუტგარდი – 16:00სთ.
- პრაღა – 14:30სთ.
- ზაარბრიუკენი – 15:00სთ.
- ბრიუსელი – 15:00სთ.
- ვენა – 17:00სთ.
- ვარშავა – 14:00სთ.
- პარიზი – 15:00სთ.
- დიუსელდორფი – 14:00სთ.
- ათენი – 14:00სთ.
- ფრანკფურტი – 15:00სთ.
ცნობისთვის, საპროტესტო აქცია ხვალ, 9 ნოემბერს, თბილისშიც გაიმართება. მსვლელობისთვის ხალხი ორ ადგილას – მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტთან” და მარჯანიშვილზე შეიკრიბებიან.