ამერიკის შეერთებულ შტატებში პაკისტანის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ირანთან თანამშრომლობა და ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა.
როგორც ახალი ამბების ამერიკული სააგენტო, Associated Press იუწყება, პაკისტანის მოქალაქე ნიუ-იორკში ივნისში ჩავიდა, რათა მკვლელობის ორგანიზატორებს შეხვედროდა. მეტიც, უცხოური მედიის ცნობით, დაკავებულმა ორ სავარაუდო მკვლელს 5 ათასი დოლარი ავანსის სახით გადაუხადა.