თინა ბოკუჩავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს – როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, გაბიტაშვილის უწყებაში დაბარების შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი დღეს გახდა.

დღეს შემატყობინეს, რომ თურმე მეც დაბარებული ვარ პროკურატურაში” – ამბობს თინა ბოკუჩავა.

ამასთან, “ერთიანობის” წარმომადგენელმა ხელისუფლების ოპონენტების გამოკითხვის პროცესს “მასკარადი” უწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების საერთაშორისო და დამოუკიდებელი გამოძიება, რომელსაც საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობა ექნება.

”არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას სჭირდება სერიოზული გამოძიება, რაც ბუნებრივია, არ გულისხმობს პროკურატურის მხრიდან პრეზიდენტი ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარებას, ან თინა ბოკუჩავას პროკურატურაში დაბარებას, რაც სხვათა შორის დღეს შემატყობინეს, რომ თურმე მეც დაბარებული ვარ პროკურატურაში. სერიოზული გამოძიება ამ მასკარადის მოწყობას კი არ გულისხმობს, სერიოზული გამოძიება გულისხმობს საერთაშორისო აქტორების ჩართვას საგამოძიებო პროცესში, სადაც პროკურატურა კი არ მიითვისებს ხმის მიცემის და ვერიფიკაციის აპარატებს, არამედ რეალური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდება”, – ამბობს თინა ბოკუჩავა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share