რატომ გადაწყვიტა ზარმაცმა საიქიოს წასვლა – გურული ზღაპრის ფრაგმენტი

რატომ გადაწყვიტა ზარმაცმა საიქიოს წასვლა – გურული ზღაპრის ფრაგმენტი
.
ერთ დღეს ზარმაცი კაცი წირვაზე წევიდა. ნაწირობეფს რაცხა კას გუნებაზე დაბრუნდა. ცოლმა შიეკითხა:
-„რა შეიტყვე იმფერი, რომ ასე კას ხასიათზე დუუყენებიხარო“. კაცმაც უთხრა: „დღეს ღდელმა იმფერი რაცხეები იქადაგა, რომე მეც ისთე უნდა მევიქცევო“. – „მაინც რა თქუა იმფერი, ბეჩა, ჩვენც გაგვაგებიევო“, შიეხვეწა ქალმა.
– „რაიო და აი ქვეყანა ერთი მინუთის საცხოვრბელიავო, ხვალიზა ნუ ზრუნავთო, საუკუნო სასუფეველი საიქიოავო. იქინე არც დიდრები და არც ღარიბები არიენ, თუ ამ ქვეყანას გლახა რამე არ გიქნია ღემერთი სამოთხეში დაგაბრძანეფს, მუშავობა აღარაა საჭირო, გადიდევი ფეხი ფეხზე და იყავი ისევო; აი თლა ჩემი საქმეა და მიზა მევიფიქრე წევიდე საიქიოს და თქვენც წაგიყვანოთო.“
.
ალექსანდრე ღლონტი – გურული ფოლკლორი 1936 წელი
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: საბრძოლო ხელოვნება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share