არა რუსულ არჩევნებს! – დღეს, 15:00 საათზე, პროევროპული ოპოზიცია მსვლელობას გამართავს

”არა რუსულ არჩევნებს!”  – დღეს, 9 ნოემბერს, პროევროპული ოპოზიცია, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველო” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო აქცია-მსვლელობას გამართავს. შეკრება ორ ლოკაციაზე, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მოედანთან 15:00 საათიდან დაიწყება.

“9 ნოემბერს, 15:00-ზე, ვიკრიბებით ორ ლოკაციაზე, საიდანაც მსვლელობით დავიძრებით თბილისის ქუჩებში. “კოალიცია ცვლილებისთვის” ვიკრიბებით მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ასევე, იქნება მეორე ლოკაციაც მეტროსადგურ მარჯანიშვილთან. შემოგვიერთდით!”- დაწერა სოციალურ ქსელში “კოალიციამ ცვლილებისთვის”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share