გამოცემა “ბიემჯის” ცნობით, 2024 წლის 9 თვეში, საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 408 მილიონი ლარი დახარჯა. მოცემული თანხა წინა წელთან შედარებით 43 მილიონი ლარით მეტია.
“ბიემჯი” წერს, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის მითითებული, თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, თუმცა შესრულების ანგარიშიდან ირკვევა ის, რომ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები ყოველწლიურად იზრდება.
ამასთან, გამოცემა იუწყება, რომ შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც გაიზარდა. კერძოდ, 2024 წლის 9 თვეში მათზე ჯამში 1,88 მილიარდის ხელფასები გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 268 მილიონი ლარით მეტია.
ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, 2024 წელს სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული 113 ათასი ადამიანი ხელფასის სახით ჯამში 2.6 მილიარდ ლარს აიღებს. რასაც შტატიანი მოხელეების ანაზღაურების ხელფასების სახით 540 მილიონი ლარი ემატება, რაც ნიშნავს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებები 3.1 მილიარდ ლარს აღწევს.