სტუდენტური მოძრაობა “ნაბიჯის” წევრი, ლუკა ჭოხონელიძე “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ ერთხელ და საბოლოოდ, ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს და ქვეყანა კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს.
“მნიშვნელოვანია, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არავინ მისცეს” – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი და იქვე აღნიშნავს, რომ არჩევნების ხელახლა დანიშვნის მიზნით, ახალგაზრდები ქუჩიდან ბოლომდე იბრძოლებენ.
”ახლა არის განწყობა, რომ ჩვენ პოლიტიკოსებს ხმა მივეცით, მივეცით ლეგიტიმაცია, გვინდა კოალიციური ხელისუფლება, რადგან ერთმა პარტიამ ეს ქვეყანა აღარ უნდა მართოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არავინ არ მისცეს. ქუჩაში, წერტილოვან პროტესტებში ახალგაზრდები ბოლომდე ვიდგებით. მიზანი ამართლებს საშუალებას, მჯერა ამის”, – ამბობს ლუკა ჭოხონელიძე.