სამოქალაქო აქტივისტი, ანი ქარქაშაძე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს “მონებს” უწოდებს და მათ “პატარა ადამიანებად” მოიხსენიებს.
ანი ქარქაშაძე “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდს შვილების თაობის დამონება სურს, რასაც მისივე განმარტებით, ვერ ეღირსებიან.
“დღეს უიმედობა გარდაიცვალა და ნიჰილიზმი მოკვდა” – აღნიშნავს სამოქალაქო აქტივისტი.
”ამაყი ვარ. აღმოჩნდა, რომ ნიჰილიზმი მოკვდა დღეს, უიმედობა გარდაიცვალა და ამით ვარ ამაყი. ამაყი ვარ, რომ ჩვენი სამშობლოს გული ძგერს. ”ქოცები” არიან მარტო, ჩვენ ვართ ბევრნი. აქციიდან მოვდივარ, ვიყავი ძალიან ბედნიერი, ცრემლებიც წამომივიდა სიამაყის. ჩვენი შვილები ვერ იქნებიან მონები, ხოლო ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებისთვის, ამ პატარა ადამიანებისთვის მონური სული მისაღებია და ამ მონებს უნდათ, რომ ჩვენი შვილები მონები იყვნენ და ამას ვებრძვით ჩვენ. ეს დავამტკიცეთ დღეს, ევროპელ, თავმოყვარე, ღირსეულ ადამიანებთან ერთად”, – ამბობს ანი ქარქაშაძე.