„საქართველო ევროპის ნაწილია და რუსეთი ვერ გაიმარჯვებს“ – მიჰკელსონი

თბილისში ვიზიტით მყოფი ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელ X-ზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

“საქართველო ევროპის ნაწილია და რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში”- წერს ის.

 

საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან რვა ევროპული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები. ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზეც მივიდნენ და ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share