“მე რომ ივანიშვილი ვიყო, ერთადერთი რამის შემეშინდებოდა” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

 

მე რომ ბიძინა ივანიშვილი ვიყო, ერთადერთი რამის შემეშინდებოდა – თუ დედაქალაქს გააჩერებს ხალხი.

 

რატომ ? იმიტომ, რომ ფიზიკურად არ არსებობს რესურსი, რამდენიმე ადგილზე ჩაკეტილი თბილისი გახსნა. ხალხის მტკიცედ დგომის შემთხვევაში თავზე ჩამოექცევა ხელისუფლება.

 

პარლამენტი ტრადიციულად გადამწყვეტი ადგილია პოლიტიკურად, ამასთან, არსებობს სხვა, პრაქტიკული თვალსაზრისით უფრო საკვანძო და, რაც მთავარია, რეჟიმისთვის მტკივნეული ადგილები, რაც საბოლოო ჯამში რუსთაველის მნიშვნელობასაც გაზრდის.

შესაბამისად, ბევრს ხალხს მიზნის მიღწევა შეუძლია. რეჟიმისთვის ყველაზე საშიშია, როცა მას დაუმორჩილებლობას უცხადებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share