არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა ვაღიაროთ ამ არჩევნების ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი შედეგები – აუსტრევიჩუსი

“არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა ვაღიაროთ ამ არჩევნების ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი შედეგები – “ქართულ ოცნებას” უნდა დაეკისროს სანქციები”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა “მთავარ არხთან” ისაუბრა.

ევროპარლამენტარის თქმით, საკმარისი საბაბი არსებობ იმის სათქმელად, რომ მანიპულაციებმა არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდინა.

“მას შემდეგ, რაც მოხდა არჩევნებისა და საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენ ვერ დავმალავთ ჩვენს გაწბილებას და ვერც კტრიტიკისგან შევიკავებთ თავს. ჩვენ ვაღიარებთ მანიპულაციებისა და დარღვევებოს უზარმაზარ რაოდენობას, მუქარას მათ მიმართ, ვინც ხმის მისაცემად მივიდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს შეკითხვები ამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა ვაღიაროთ ამ არჩევნების ის შედეგები, რომლებიც წარმოადგინა საარჩევნო კომისიამ. ჩვენ საკმარისი საბაბი გვაქვს იმის სათქმელად, რომ მანიპულაციებმა გამოიწვია არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა და ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ გამოძიებისკენ და მიგვაჩნია, რომ უნდა შეჩერდეს ახალი პარლამენტის შეკრება და თუ ეს მოხდება, ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ “ქართულ ოცნებას” დაეკისრება. გარდა ამისა, ყველას, ვინც ძალადობრივ ქმედებებშია შემჩნეული მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, ვინც მონაწილეობა მიიღო იმაში, რომ არჩევნები გამჭვირვალე არ ყოფილიყო, ისევე როგორც ოპოზიციის მიმართ მუქარაში, მათ უნდა დაეკისროთ სანქციები. ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მკაფიო მესიჯი “ქართული ოცნების” წევრებს, რომ ჩვენ არ გვსურს ასეთი სახის ურთიერთობა და მე პირადად არ მიმაჩნია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლეგიტიმურად და გამჭვირვალედ არიან არჩეულები ხალხის მიერ. მე იმედი მაქვს, რომ “რინიუ ჯგუფის” რეზოლუციის პროექტი ჰპოვებს მხარდაჭერას სხვა ჯგუფებს შორის, რათა ამ ძლიერი გგზავნილით საქართველოს ევროპული პერსპექტივა გადავარჩინოთ, რომელიც ამჟამად დიდი საფრთხის ქვეშაა. მე არა მგონია, რომ ქართული ოცნების დელეგაცია საქართველოს წარმოადგენს. არამედ ის წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ისინი არ უნდა დავპატიჟოთ ამ შეხვედრაზე, იმიტომ რომ მე ვერ მივიღებ არჩევნების ამ შედეგებს. ამიტომ, ისინი არ უნდა დაპატიჟონ ევრონესტის შეხვედრაზეც”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share