ყალბ შედეგებზე დაფიქსირებული პარლამენტი 4 წლიან ციკლს ვერ შეასრულებს – ძიძიგური

“ყალბ შედეგებზე დაფიქსირებული პარლამენტი 4 წლიან ციკლს ვერ შეასრულებს” – ამის შესახებ განცახდება პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ზვიად ძიძიგურმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაციას არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავინ მიანიჭებს.

”ყალბ შედეგებზე დაფიქსირებული პარლამენტი 4 წლიან ციკლს ვერ შეასრულებს იმ წინააღმდეგობებიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებობს. ამერიკის შეერთებული შტატების, ტრამპის ადმინისტრაცია როდესაც შეიკრიბება, ძალიან მალე გავიგებთ ამ ადმინისტრაციისგან დამოკიდებულებას არჩევნებზე. ბაიდენის ადმინისტრაციამ თქვა, რომ ეს არჩევნები გამოსაძიებელია. მე არ მახსენდება არჩევნები, რომელზეც საერთაშორისო პარტნიორები ასე საუბრობდნენ. ბიძინა ივანიშვილი და მისი პარლამენტი თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ. მთავარი პრობლემა ლეგიტიმაციაა და ეს პარლამენტს არ მოეხსნება”, – ამბობს ზვიად ძიძიგური. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share