“მისი ადგილი არის საგამოძიებო იზოლატორში. ქართულ მიწაზე მისი ადგილი არ დარჩა”
ასე დაიწყო ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილამა, დღეს აქცია პერფორმანსი, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილშო, სადაც ის, პარტიის წევრებთან, მომხრეებთან და “ივანიშვილის ფიტულთან” ერთად მივიდა:
,,მე მოვუწოდებ ვაშინგტონს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპის კავშირს, დაანებეთ თავი კუკუდამალობანას თამაშს, დაასანქცირეთ. გააკულაკეთ დაამთავრეთ… მოგვაცილეთ როგორც მოგვითრიეთ…. ასევე მოვითხოვ შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, ბიძინა ივანიშვილის გასასამართლებლად და მის დასაკავებლად განხორციელდეს სპეციალური საპოლიციო ღონისძიებები, სანამ ის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაჩეხავს ქვეყანას…”
განაცხადა იქვე გამართულ სახელდახელო მიტინგზე, ნათელაშვილმა.
:ჩვენ უნდა ვიაროთ მომავლის გზით, გამარჯვების გზით. ..ჩვენი ხალხის დიადი სულის და გმირობის იმედით და წმინდა გიორგის ერი აუცილებლად მიაღწევს გამარჯვებას…” დასძინა მან.
პერფორმანსის ბოლოს ლაშა ჩხარტიშვილმა ივანიშვილის ფიტულს ცეცხლი გაუკიდა, რაც, როგორც მან განმარტა, სიმბოლური აქტი იყო: „ბიძინა ივანიშვილს ვუთხარით, ან დანიშნოს ახალი არჩევნები, ან დაიწვება ხალხის მრისხანებაში, როგორც ახლა მის ფიტული ვწვავთ”