„გააუქმე გაყალბებული არჩევნები“, – ამ მოწოდებით ბათუმში სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე, მათი მხარდამჭერები აქციას აწყობენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მსვლელობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ.
მათი განცხადებით, თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რეგიონშიც მიმდინარეობს, რაც ხალხისთვის სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
სტუდენტების თქმით, ბათუმის უნივერსიტეტში, სადაც მე-10 დღეა პროტესტის ნიშნად ღამეს ათენებენ, მოგვიანებით თბილისში გადაინაცვლებენ და თსუ-ს სტუდენტებს შეუერთდებიან.
მათი თქმით, ამ ფორმით პროტესტი ბათუმში არ წყდება, თუმცა პროტესტი თბილისში მასშტაბურად უნდა გაგრძელდეს.