ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას მათთვის “ჩალის ფასი” აქვს

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას მათთვის “ჩალის ფასი” აქვს. თვითაღიარებული პრემიერი ირწმუნება, რომ ეს დოკუმენტი მისთვის მხოლოდ ფარატინა ფურცელია და მისი შინაარსიც უინტერესოა.

რაც არ უნდა ჩაიწეროს ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არ არის საერთოდ საინტერესო. ამას აქვს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ჩალის ფასი ისევე, როგორც ჰქონდა ჩალის ფასი წინა 4 რეზოლუციას. ეს არის უფრო ფარატინა ქაღალდი, შესაბამისად, სერიოზულად ვერ დავკავდებით ამ დოკუემნტის შეფასებით, – განაცხადა კობახიძემ.  

444 მომხრე 72 წინააღმდეგი – ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილის, კახა კალაძისა და შალვა პაპუაშვილის სანქცირების მოთხოვნა ძალაში რჩება.

დოკუმენტში, რომელზეც ხუთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა, წერია, რომ საქართველოში დემოკრატიის უკან დახევის გამო საჭიროა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები შავ სიაში შეიყვანონ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share