ვინც ოცნებას მიეცით ხმა, იცოდეთ და დაიმახსოვრეთ, რომ ყაველაშვილი თქვენი დონის მიხედვით შეირჩა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი, ნათია სირაბიძე წერს.
სირაბიძე მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, რომ მას არ სთხოვონ დახმარება ევროპული და ამერიკული განათლების მისაღებად.
„ერთს ვიტყვი და დავასრულებ ამ თემაზე: ვინც ოცნებას მიეცით ხმა, იცოდეთ და დაიმახსოვრეთ, რომ ყაველაშვილი თქვენი დონის მიხედვით შეირჩა, თქვენ იმსახურებთ ასეთს.
გიხაროდეთ და შეგერგოთ.
და კიდევ: მე აღარ მთხოვოთ თქვენ შვილებს დავეხმარო ამერიკის ან ევროპის უნივერსიტეტებში მოხვედრაში, განათლება აღარ დაგჭირდებათ საქართველოში, რუსეთში კიდევ 100$-ად იყიდით დიპლომს თუ ვინმემ ოდესმე მოგთხოვათ”, – წერს სირაბიძე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ მიხეილ ყაველაშვილს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ აქვს.