„ოცნება” ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს – მოქალაქეების ნაწილი პარლამენტის წინ იკრიბება. რუსთაველის გამზირზე მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ეს ხელისუფლება “რუსეთისთვის საქართველოს გადაბარებას აფორმებს“.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, ის, რაც ქვეყანაში ხდება, იმ ადამიანების ბრალია, ვინც 41 გააფერადა.
“ამ შენობაში შულავერის კომიტეტი ზის“, – ამბობს ის.
”რუსეთისთვის საქართველოს გადაბარებას აფორმებენ, ღია ტექსტით ამბობენ, რომ ევროკავშირზე უარს აცხადებენ, ამ შენობაში შულავერის კომიტეტი ზის, ესენი არ არიან არც თვითმარქვია პარლამენტი და არც არაფერი. ვინც 41 გააფერადა, იმათზეა ეს ცოდვა, რაც საქართველოში ხდება, ომის გარეშეც მშვენივრად აბარებენ საქართველოს რუსეთს“, – ამბობს აქციის მონაწილე.