მარკო მიხელსონი – საქართველოს წინ კრიტიკული დღეები ელის – ევროკავშირმა უნდა მიიღოს ზომები მკაცრი სანქციების სახით

საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება მიზანმიმართული ტერორის საშუალებით ცდილობს სახალხო რევოლუციის ჩახშობას, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და მიიღოს ზომები მკაცრი სანქციების სახით.

„საქართველოს წინ კრიტიკული დღეები ელის. ევროკავშირი განზე არ უნდა დადგეს, არამედ, უნდა მიიღოს ზომები მკაცრი სანქციების სახით“, – წერს მიხელსონი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share