The Hill: ბაიდენი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს ამზადებს

აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვებს ამზადებს -ინფორმაციას გამოცემა The Hill ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მასობრივი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მთავრობის მხრიდან განხორციელებული რეპრესიების ფონზე მიიღო.

The Hill-ის ცნობით,  რამდენიმე სავიზო შეზღუდვის შესახებ სავარაუდოდ ხუთშაბათს გახდება ცნობილი.

გავლენიანი გამოცემა წერს, რომ სანქციები შეეხება იმ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო პროცესისთვის ძირის გამოთხრაში.

როგორც წესი, ამ სანქციების დაქვემდებარებაში მყოფი პირების სახელები საჯაროდ არ ქვეყნდება.

ასევე ნახეთ:

ამასთან, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე – ალექს რაუფოღლუ ლორა კელიზე დაყრდნობით სოციალურ  ქსელში წერს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share