მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში – თბილისში 19 საპროტესტო აქცია გაიმართება.
უწყვეტი პროტესტის მე-15 დღეს ხალხი ქუჩაში დღის სხვადასხვა მონაკვეთში და სხვადასხვა ადგილზე გავა.
ახალი არჩევნების და უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნითთ ქუჩაში გადიან ფინანსისტები, ეკონომისტები, სტუდენტები, სტარტაპერები,ხელოვანები, იურისტები,ფსიქოლოგები და ემიგრანტებიც.
უკვე ვხვდებით, რომ აქციებმა მოიცვა მთელი ქალაქი. თუ ჩვენ ამ პერმანენტული აქციებით არ ვაიძულებთ იმ ადამიანს, დათმოს ჩვენი გაყიდვის პროცესი, ჩვენ აღმოვჩნდებით იმაზე გაცილებით უარეს მდგოამრეობაში, ვიდრე ვხედავთ ქუჩაში“, – განაცხადა თეონა ბაღდავაძემ.
ქუჩა ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომ მივაღწიოთ შედეგს. პირველი – მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, და ასევე მოვითხოვოთ იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც არა მარტო დაპატიმრებულები, არამედ დასახიჩრებულები არიან. ნებისმიერი ასეთი ტიპის საპროტესტო აქცია ნიშნავს იმას, რომ თითოეულ სფერომდეა მისული პროტესტი. ეფექტურობაა გასაზრდელი, რომ აქციები იყოს დღისითაც და ფართომასშტაბიანიც“, – ამბობს თორნიკე ცირამუა.