საჯარო მოხელეები ერთმანეთის დასაცავად ერთიანდებიან და პროფკავშირს აფუძნებენ

“ოცნების” დაანონსებული რეპრესიების პარალელურად, საჯარო მოხელეები დამოუკიდებელ პროფკავშირს ქმნიან. სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულები ერთამანეთის დასაცავად ერთიანდებიან – შეეხებიან ერთს, იმოქმედებს ყველა ერთად. აცხადებენ, რომ რეჟიმს განსხვავებული აზრის გამო სახელმწიფო უწყებებიდანნ თანაშრომლების გაშვება აღარ უნდა შეეძლოს.

ორგანიზაციის სახელწოდება “კონსტიტუციის 78” იქნება და აღნიშნული რეგისტრაციის თხოვნით საჯარო მოხელეებმა იუსტიციის სახლს უკვე მიმართეს.

 

“პირველების” იფორმაციით, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა უკვე დაწყებულია. მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მხოლოდ არასამუშაო საათებში შეუძლიათ. არის სამსახურიდან გათავისუფლების მუქარაც და ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისათვის 60 ადამიანია უკვე, ვისაც ხელშეკრულებას უწყვეტენ.

საქართველოში ჩამოყალიბდა ძალიან მახინჯი სტიგმა იმის შესახებ, რომ საჯარო სექტორი და ის ქსოვილი, რომელიც აქ მუშაობს, არის პარტიული აქტივი. სინამდვილეში, ეს არ არის პარტიული აქტივი. ეს არის ხალხი, ვინც ემსახურება საქაკუთარი ქვეყნის პროგრესს და ამაზე ჯერ კიდევ 2010 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა ძალიან სწორი სტანდარტი. ამ პროგესის გამოხატულება იყო ასობით საჯარო მოხელის მიერ ღიად გამოხატული პოზიცია კონსტიტუციის 78 მუხლის მხარდასაჭერად, რომელსაც შემდგომ უკვე მოჰყვა ცვლილებების დაინიცირება, რომელიც მთლიანად ძირს უთხრის იმ მიღწევებს და ღირებულებებს, რომელიც საჯარო სამსახურის რეფორმამ მოგვცა ჩვენ.რადგან შემხვედრი, რეაქციული ნაბიჯი იყო ასეთი ცვლილებების დაინიცირება, რომელსაც სამიზნედ ჰყავს სწორედ ის მოხელეები  და ის დასაქმებულები, რომლებმაც ღიად გამოხატეს თავიანთი კონსტიტუციური პოზიცია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვჭირდება ორგანიზება იმისთვის, რომ ვიყოთ სოლიდარულნი ერთმანეთის მიმართ ამ პროცესში. ეს არის რეპრესიული აქტი და მას აქვს თავისი სამიზნე. ამ ცვლილებას არაფერი ექნება საერთო, მის ცალკეულ დათქმებს განსაკუთრებით, სამართლიანობასთან, – ამბობს საჯარო მოხელე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share