გიორგი ისაკაძე მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ ბიძინა ივანიშვილსა, თუ შავ სიაში შეყვანილ სხვა პირს საქართველოში მომუშავე არცერთი ბანკი ტრანზაქციების უფლებას არ მისცემს.
ჩვენ გვქონდა ბოლო კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან და მათ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების შესაბამისად იმოქმედებენ. როდესაც რუსული კანონის შესახებ იყო დიდი ამბავი ატეხილი, იქ ეროვნული ბანკი მიუთითებდა საქართველოს კანონმდებლობაზეც და საგამონაკლისო წესზეც, რაც ნიშნავს შემდეგ, რომ თუ საქართველოს სასამართლომ არ დაადასტურა ადამიანის სანქცირებულობა, საქართველოს ტერიტორიაზე მას არ შეეზღუდებოდა ამდაგვარი.
მე ვთვლი, რომ ეს მკვდრადშობილი დოკუმენტია, რადგან 17 კომერციული ბანკი საქართველოში, მათ შორის “ბანკი ქართუ”, რომელიც ივანიშვილის ვაჟის დე ფაქტო საკუთრებაშია, მე არ ვიცნობ ბანკს და საფინანსო სტრუქტურას, რომელიც ამგვარ თემას ხელს მოაწერს. ანუ, გაუტარებს სანქცირებულ პირს რაიმე ტრანზაქციას. ყოფით ენაზე რომ ვთქვათ, ეს თვითმკვლელობის ტოლფასია ბიზნესში და ეკონომიკაში”, – ამბობს გიორგი ისაკაძე.