ასოციაცია Géorgie vue de France (GVDF) ავრცელებს ცნობას, რომ ფრანგმა დეპუტატმა, კონსტანს ლე გრიმ საფრანგეთის მთავრობისგან ბიძინა ივანიშვილისთვის საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენის ჩამორთმევის განხილვა მოითხოვა.
GVDF-ის თანახმად, ლე გრიმ იუსტიციის მინისტრთან შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ “ღირსებასთან შეუსაბამო ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს ამა თუ იმ საპატიო წოდების დაკარგვა”. ასოციაცია ასევე წერს, რომ ივანიშვილს “ავტორიტარული რეჟიმის მხარდაჭერასა და რუსეთთან პრორუსული კავშირების დამყარებაში” ედება ბრალი.
ჩვენთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პარლამენტის წევრმა დეპუტატმა, ქალბატონმა კონსტანს ლე გრიმ მიმართა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს და შეშფოთება გამოხატა ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ოლიგარქ ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბრალი ედება ავტორიტარული რეჟიმის მხარდაჭერასა და რუსეთთან პრორუსული კავშირების დამყარებაში.
ფრანგმა დეპუტატმა მთავრობისგან მოითხოვა, განიხილოს ამ ორდენის ივანიშვილისთვის ჩამორთმევის საკითხი და გაითვალისწინოს, რომ ღირსებასთან შეუსაბამო ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს ამა თუ იმ საპატიო წოდების დაკარგვა.
ასოციაცია “Géorgie vue de France”-ის წევრები მადლობას ვუხდით დეპუტატ კონსტანს ლე გრის მისი მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების მიმართ.