ერთი ოჯახის ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა – საახალწლო არდადეგებზე ოკუპირებულ გალში ბებიასთან ჩასული მოზარდები გამთენიისას ხანძრის შედეგად გარდაიცვალნენ. გარდაცვლილი დებიდან ყველაზე უფროსი შვიდი წლის, მეორე კლასელი გოგონაა, ყველაზე პატარა კი რამდენიმე თვის იყო.
რა მოხდა გამთენიისას სოფელ საბერიოშიი – ეს ახლა გამოძიებაამ უნდა დაადგინოს. ხის სახლი ფერფლად არის ქცეული. არსებობს მომხდარის ორი ვერსია: პირველის მიხედვით, ჭოლარიების სახლში ცეცხლი ძველ სადენებს იმ ოთახში გაუჩნდა, სადაც ბენზინი ინახებოდა. კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, კი ბავშვების ბებიამ შეშის ღუმელში ნავთის ნაცვლად შეცდომით ბენზინი ჩაასხა, რასაც აალება და ხანძარი მოყვა.