რატომ ვერ ცოცხლობენ ადამიანები, მასიურად 100 წელს და მეტს. რატომ არის სიკვდილობის სტატისტიკა საშუალოდ 60 -70 წელი
მარინა ტოტოჩავა
მედიცინას ხშირად გამოპარული დაავადებები, რომლებიც აჩქარებენ სიცოცხლის დასასრულს.
რა არის ხერხემლის აუხსნელი ტკივილების და დისკომფორტების, ორგანოების გადაგვარებების, ხშირი მიზეზები.
სიცოცხლის დაზღვევა და 100 წელზე ბევრად მეტი სიცოცხლე ნამდვილად შესაძლებელია.
რატომ კვდებიან ხანდაზმულები, ძალიან ხშირად ფეხის მოტეხის შემდეგ.
გადატანილი მონონუკლეოზი———-მშობლის თავგანწირული ბრძოლა შვილის ჯანმრთელობის დასაბრუნებლად.
მედიცინის პოსტულატია———გადატანილი მონონუკლეოზი პერმანენტული პროფილაქტიკის გარეშე კრიტიკულად ზრდის ლიმფომის დამართების რისკებს, თუნდაც ათეულობით წლების შემდეგ.
სად იბადება თრომბი.
რეკომენდაციებში ძალიან ხშირად ვიმეორებ და ხალხს ვაფრთხილებ მიელომის და მისი რიგის დაავადებების შესახებ .მედიცინა ღიად აღიარებს ,რომ მონოკლონური დაავადებები ყველაზე ხშირად გამოუცნობი და გაპარული დაავადებებია .ისინი ძალიან ხშირად არიან ნაადრევი სიკვდილის მიზეზი. მედიცინა მკვეთრად ამბობს , რომ ამ პათოლოგიებით ადამიანები, თავიანთ სიცოცხლეში ბევრ ექიმთან ხვდებიან და სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობენ, მაგალითად—-ინფარქტზე, ინსულტზე, ქოლესტერინზე, გულზე, ღვიძლზე, ჩიყვზე , თირკმლებზე, კანის პრობლემაზე, პროსტატიტზე, გინეკოლოგიურ დაავადებებზე , კუჭ-ნაწლავზე და სხვა. მაგრამ ,არ არის გააზრება სათავო დაავადების, რომელმაც გამოიწვია ორგანიზმის დაზიანება. საერთოდ ,ეს თემა ურთულესი და დიდია. აქ მხოლოდ დეტალებს მოვხაზავ ,რომ არაექიმებისთვისაც გასაგები დარჩეს. ძალიან გამოცდილი ექიმები სჭირდება ამ ჯგუფის დაავადებების გამოცნობას . რადგან ,არათუ საშუალო და პასიური ფორმები, არამედ ურთულესი ფორმებიც კი გამოკვეთილი ჩივილებით ხან არ მიდიან. მედიცინაში ყველგან არ არის დამკვიდრებული ამ დაავადებების გამოცნობის სტანდარტები . ექიმმა თუ თავისი ტვინიერი ინდივიდუალიზმი არ გამოავლინა ,ისე ,მსუბუქი და მძიმე ჯაჭვის დაავადებები ძალიან ხშირად ვერ გამოიცნობა. ამას მედიცინის მსოფლიო ექსპერტები აღიარებენ , პრაქტიკა გვიჩვენებს და დასამალიც აღარ არის. არათუ ამ დონემდე მისულ ვითარებას , არამედ თრომბოციტების სტადიების გაანალიზება არ ხდება ხშირად და უფრო მეტიც , დაბალ თრომბოციტებზე , ვიღაც, მედიცინაში სრულიად გამოუცდელი ეუბნება—- -ეს არაფერიაო. ვინც ავადმყოფს ეტყვის ეს —–არაფერიაო , დაბალ ან ქვედა ზღვრის თრომბოციტებზე, სისხლის საერთო ანალიზში ——ის ამ დაავადებებს ვერასოდეს გამოიცნობს. რადგან, დაავადებათა ეს დიდი ჯგუფი არის უშუალოდ , ძვლის ტვინის პათოლოგიები. ძვლის ტვინი კი უპირველესად—— ლეიკოციტების, ლიმფოციტების და თრომბოციტების ენით გვესაუბრება .ყველა მძიმე და საშუალო დაავადების დროს წამყვანი –ძვლის ტვინია. სადაც ყალიბდება სისხლი. ძვლის ტვინი ავი მეფეა დაავადებების . თუმცა ,უკიდურესობამდე ,ის ძალიან ბევრ სიგნალს იძლევა ამის შესახებ. თრომბოციტები როცა ქვედა ზღვრისკენ არის სისხლის საერთო ანალიზში ანუ—— საუბარიც არ მაქვს დაბალ თრომბოციტებზე ,არამედ მხოლოდ, მათ ქვედა ზღვარზე მივანიშნებ, ამ დროს ძვლის ტვინი ტე და ბე ლიმფოციტებს ვეღარ ქმნის. რა არის მედიცინის მთავარი მიზანი, რომ კიბოთი დაავადებული ან ნებისმიერი რთული ავადმყოფი აცოცხლოს?——ეს მიზანია—– ტე და ბე ლიმფოციტების მომატება. მაგალითად, ამ მიზნით ისხმევა პლაზმა კრიტიკულ მდგომარეობებში.
მედიცინის ექსპერტები აღიარებენ, რომ ექიმთა მხოლოდ 10 პროცენტს შეუძლია სისხლის საერთო ანალიზის სრული განხილვა. მაქვს შემთხვევები, როცა ერთი სისხლის საერთო ანალიზის განხილვა რამდენიმე დღე გამიგრძელებია, იმდენი დაავადების გამორიცხვა მოითხოვა გადაცდომილმა პარამეტრებმა. გამოცდილ ექიმებს ,მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზის სრული განხილვითაც შეუძლიათ ძვლის ტვინის შეფასება ანუ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის რეალური გზების დანახვა .
მიუხედევად იმისა, რომ ბევრ შემთხვევას ვნახულობ მონოკლონური ტიპის ვერაგი დაავადებების გაპარვის, სურვილი არ მქონდა მესაუბრა იმდენად უსიამოვნო თემაა. მაგრამ, საშიშროებაზე გაფრთხილება ყველაზე დიდი სიკეთეა სიკეთეთა შორის. მითუმეტეს, ბოლო პერიოდში, მოშლილი ეკოლოგიის, იოდდეფიციტის ენდემიურობის, ორგანიზმებში მძიმე მეტალების სიჭარბის, ოქსიდაციური სტრესის სიმაღლის და მინერალიზაციის ტოტალური დარღვევების გამო, ამ დაავადებების სიხშირემ იმატა. ადამიანების სიცოცხლის წლები შეზღუდულია ამ დაავადებების ვერგამოცნობის გამო. სიცოცხლის წლების დიდხანს გახანგრძლივება ,დროული და სწორი მიდგომით ნამდვილად შეიძლება. მაგრამ, ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ ეს დაავადებები ვერ ფიქსირდება.
პლაზმური უჯრედები ბე ლიმფოციტისგან მიიღება. ბე ლიმფოციტი ლეიკოციტების სახეობაა. თუ ჯანმრთელია ძვლის ტვინი და შესაბამისად, ბე ლიმფოციტი,მაშინ ის მიკრობებთან ,პარაზიტებთან, ვირუსებთან, მავნე სოკოებთან და ინფექციებთან საბრძოლელად ანტისხეულებს მუდმივად ქმნის და ადამიანიც ჯანმრთელია. პლაზმური უჯრედების სამყოფელია ——ძვლის ტვინი და ლიმფური კვანძები. ანუ როგორც ხალხი უწოდებს——ჯირკვლები. თუ ისეთი დაავადება გაქვს, რომელსაც ლიმფური , თუნდაც ერთი ორი კვანძის გადიდება ახლავს, ის არ მორჩება უკვალოდ ,თუ პლაზმური უჯრედების შეფასება არ ხდება ზუსტად. ეს ეხება ჩიყვს, სიმსივნეებს, ორგანოების დაავადებებს, სასუნთქი სისტემის ყველა პრობლემას და სხვა .მითუმეტეს ფილტვებს, რომელიც გამშვები მაგისტრალია ყველა ლიმფური კვანძისკენ და ძვლის ტვინის მთავარი ინფორმატორია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ. მაგალითად ,ადამიანს აწუხებს გული, მითუმეტეს სტენტი აქვს ჩადგმული ,ძლიერი ზიანი ამ დროს მის ფილტვშია რომელიც, ხშირად, განხილვის დროს მეათეხარისხადაა გადაგდებული. გულის ჩივილების მქონე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა იმაზე კი არ არის დამოკიდებული, როგორც ხშირად ჩვენშია ანუ რამდენ ხანს დალევს სისხლის გამათხიერებელს—- არამედ ფილტვის და ძვლის ტვინის თერაპიულ სტატუსზე. ძვლის ტვინში გადახრების შედეგად იცვლება სისხლის კოაგულაციური ფაქტორები და იბადება თრომბი. მხოლოდ დაზიანებული და გამოფიტული ძვლის ტვინია თრომბების სამჭედლო ყველა ორგანიზმში. ვინც თრომბის წარმოქმნის სრული მექანიზმი იცის, დაწყებული ფოსფოლიპაზა ცე დან არაქიდონის ეტაპების გავლით ,მან ისიც იცის ,რომ გამათხიერებელი წამლის შედეგი დროებითია და ხანგრძლივი მიღებისას, მხოლოდ, სისხლძარღვის კედლის სასიკვდილო გამფაშრებელია . მაგალითად, ვინც კვდება ინფარქტით ან ინსულტით ან სტენტირების ოპერაციის შემდეგ მალე, მისი ძვლის ტვინის გასაცოცხლებელი და სისხლძარღვების გასადრეკადებელი მკურნალობა , ინფარქტამდე, ინსულტამდე , ოპერაციამდე ადრე უნდა დაწყებულიყო და შემდეგაც გაგრძელებულიყო . გამათხიერებელი ათხელებს სისხლს , მაგრამ , ასევე ათხელებს სისხლძარღვის კედელსაც. საერთოდ, სისხლძარღვის კედელი სკდება სიკვდილის ან მძიმე მდგომარეობის დროს და შემდეგაა ჩაღვრა. საჭიროა ეწ სისხლის გათხელებაში ზომიერება და პარალელურად სისხლძარღვის კედლის განმტკიცება. ძვლის ტვინის მთავარი უნარი——სისხლძარღვის კედლის დაცვის მექანიზმი უნდა აღდგეს ციტოკინური ყველა ეტაპის რეგულირებით. სისხლის ქრონიკულ გათხიერებას ძვლის ტვინი განადგურებამდე მიჰყავს. თრომბი კი არ უნდა ხეხო , სისხლი ხანგრძლივად კი არ უნდა ათხელო, ეს უშედეგოა, რადგან მეორე ახალი— ბლანტი და თრომბებით სავსე პარტია მალევე მოადგება ორგანოებს. თრომბის წარმოქმნის ალბათობა უნდა შეაჩერო ძვლის ტვინში. ეს არის მაღალი დონის მედიცინა . ანტიაგრეგანტი წამალი მხოლოდ დროებითი გამოყენებისაა და არა იმდენ ხანს ,რომ ვითომ სისხლის წმენდით ძვლის ტვინი დაასუსტო და მისი დეგრადირება მოახდინო. მხოლოდ ჯანმრთელ ძვლის ტვინში ხდება, სისხლის პროტეოლიზური აქტივობის ნორმალიზება . რაცაა ერთადერთი გარანტი—— დრეკადი სისხლძარღვების და თრომბის არარსებობის ანუ ხანგრძლივი სიცოცხლის.
სტენტის მქონეს ან გულის უკმარისობით, პულსის პერიოდული აჩარებით, დაღლით ან სხვა ჩივილებით ადამიანს უნდა ჰქონდეს ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხი—- მაღალი დონის, იუველირული რადიოლოგიური დასკვნით , რომელიც გაშიფრულია და გაანალიზებულია ფილტვის დეტალების ზედმიწევნით მ ცოდნე ექიმის მიერ. ეს არის რეალური გასაღები სიცოცხლისკენ, რაც იქნება ორიენტირებული იმაზე , რომ შეწყდეს თრომბწარმოქმნა ძვლის ტვინში. ეს არის ნაადრევი სიკვდილის კლასიკური პროფილაქტიკის ხერხემალი. მედიცინის მსოფლიო ექსპერტი ამბობს——–თუ 10 ში ხუთ ექიმს შეუძლია აუსკულტაციით ანუ მოსმენით ფილტვში წინასაწარ დაინახოს სიმსივნის ჩანასახები ,მეორე ხუთი ექიმი ამავე ფილტვს ჯანმრთელს და უხარვეზოს ხედავს .
თრომბი სიკვდილისთვის საშიში არ არის. ის მხოლოდ დისკომფორტებს და დაავადებებს ამწვავებს. მაგრამ, თრომბი ფილტვამდე თუ მივა, მხოლოდ მაშინაა სიკვდილი რეალურად მოსალოდნელი. პრობლემური ღვიძლი და ნაწლავები თრომბებს მუდმივად ისვრიან და შაკიკიც კი ამის მაგალითია. მაგრამ, სასიკვდილო თრომბი მხოლოდ ფილტვებიდან მოდის. არ არსებობს გარდაცვალება ნებისმიერი ორგანოს დაავადების დროს ,სანამ ფილტვი არ დაზიანდება ან იქ კაპილარული ანთება არ გაჩნდება და თრომბი არ დაფიქსირდება . გადიდებული ლიმფური კვანძი ,რითაც 10 ში ერთი ადამიანი მაინც დადის დღეს უმკურნალოდ ,ყველანაირი რეაქციის გარეშე, უდიდესი ხელშემწყობია ფილტვის ნგრევის გზაზე. ქრონიკულად გადიდებული ლიმფური კვანძი კი არის, დემარკაციული ხაზი, რომლის იქით მხოლოდ მძიმე დაავადებებია.
ძვლის ტვინი უკვე მძაფრად უნდა აღიქვა კლინიკურ გამოვლინებაში, მაშინ როცა დეენემს რღვევა აქვს დაწყებული და ამის გამო დაკლებულია ან მომატებულია ბე 12, ასევე ფოლის მჟავა და სხვები. ბე12 და ფოლის მჟავა დეენების საყრდენი ბოძების მთავარ ჩამონათვალშია სხვებთან ერთად. მათი როგორც დაქვეითება ,უფრო კი მატება უდიდესი ზიანია ჯანმრთელობის . მითუმეტეს უნდა აღიქვა ძვლის ტვინი , თუ ლიმფური, ერთი ან რამდენიმე კვანძი გადიდებულია. სრულ ნიჰილიზმს ვხედავ ხშირად, გადიდებულ ლიმფურ კვანძებზე, თითქოს ეს არაფერია .გადიდებული ლიმფური კვანძები გაკვალული ბილიკებია სიკვდილის გზაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი უცებ მოკვდება .მაგრამ, გადიდებული ლიმფური კვანძები ნიშნავს ჯანმრთელობასთან თანდათან გამომშვიდობებას .ურეაქციობა ნებისმიერ გადიდებულ ლიმფურ კვანძზე ——ეს არ არის მედიცინა. დასაწყისში , გადიდებული ლიმფური კვანძი გეუბნება, რომ ახლომახლო ძლიერი ინფექციაა და ამ პროცესის გაქრონიკულება სრულფასოვან ჯანმრთელობას სამუდამოდ ,თანდათან ამთავრებს. მაგალითად, გაქვთ ნებისმიერი დაავადება , რომელიც დისკომფორტს გიქმნით, გაიკეთეთ შესაბამისი გადაღება და თქვენ 80 პროცენტში იპოვით რამდენიმე გადიდებულ ლიმფურ კვანძს . რთული დაავადებების დროს კი 99 პროცენტში იპოვით გადიდებულ ლიმფურ კვანძებს .საღი გონებით მკურნალობის დროს სრულიად გაუგებარია გადიდებული ლიმფური კვანძების გვერდის ავლა, იგნორირება, გადარჩენის და მორჩენის უპირველეს ამოცანად არჩათვლა.
როცა ძვლის ტვინში პლაზმური უჯრედი ბოლომდე დეგრადირდება, მხოლოდ მაშინ იწყება მძიმე დაავადებები .რა ხდება ამ დროს ? ამ დროს პლაზმური უჯრედების ერთი დიდი მონაკვეთი ანუ როგორც მას განვითარებული მედიცინა უწოდებს— მისი კლონი ,ბიოქიმიურად მახინჯი რეაქციებით ახდენს გამრავლებას. შედეგად მიიღება——–ბევრი ერთნაირი ანტისხეული. ანუ მონოკლონური ანტისხეულები . როცა პლაზმური უჯრედები დაზიანებულია, ისინი მარტო ერთი სახის ანტისხეულებს ქმნიან .სხვადასხვა ანტისხეულები აღარ არიან, ადამიანები რომ დაიცვან. ანტისხეულების რაოდენობა და ტიპები შემცირებულია. ანტისხეულების რაოდენობის შემცირება ეს არის ჯანმრთელობის დასასრული. ეს არის დაბალი იმუნიტეტის კლასიკური გამოხატულება. ამის გამო ადამიანებს დამცველობითი ფონი აღარ აქვთ და ორგანიზმში აქტიურად იჭრება მიკრობები, ბაქტერიები და ინფექციები. თუ ორგანიზმში ეს კლონი დადის, მარტო ჯანსაღი ცხოვრებით ვერ აწევ იმუნიტეტს.
დაბალი იმუნიტეტის გარეშე ,არცერთი დაავადების გამწვავების ,მითუმეტეს კიბოს ,რისკიც კი არ არსებობს.
სტრუქტურულად , ფუქციურად და იმუნოლოგიურად ასე გადაგვარებული პლაზმური უჯრედები შინაგან ორგანოებს თანდათან აზიანებენ. ყველაზე მეტად ებრძვიან ძვლებს და კუნთებს .ანთებები ქრონიკულდება არასწორი მკურნალობით და მიდიან სიმსივნეებამდე ან მონოკლონურ გამოპათიებამდე ,რომლებიც შეუქცევადი პროცესებია და ბოლოს კიბო ხდებიან. კლონი ქმნის დეფექტურ იმუნოგლობულინს—–პარაპროტეინს. ამ თემაში რაც დაავადებებს ჩამოვთვლი, ყველა პარანეოპლასტიკური სინდრომებია ანუ კინბოსწინა სტადიებია და მოიცავენ არა მარტო კლასიკურ მონოკლონურ გამოპათიებს —-არამედ დერმატოლოგიურ დაავადებს, ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებს, ორგანომეგალიას,პოლინეიროპათიას, სასქესო სფეროს პრობლემებს და სხვა. ამ გადასახედიდან რომ არ ხდება ხშირად გაანალიზება ,მაგალითად, ამიტომ გახშირდა პროსტატის კიბო, კანის კიბო, ენდოკრონული გადახრების შედეგად სიმსივნეები და სხვა. როცა მკურნალობ რამე დაავადებას, გართულებულს და გაქრონიკულებულს ,უნდა დასვა კითხვა, ხომ არ არის ეს რომელიმე მძიმე მდგომარეობის ერთი სინდრომი. მითუმეტეს უნდა დაფიქრდე ——-ხომ არა აქვს მას მონოკლონური კომპონენტი. ეს მონოკლონური კომპონენტია ზუსტად, სიცოცხლეს რომ მალე დაასრულებინებს ადამიანს და ხანდაზმულობას არ გამოაცდევინებს.
როგორც ვთქვი, მიიღება ამ დეფორმირებული პროცესით —— მონოკლონური ანტისხეულები ანუ ემ პროტეინები ანუ პარაპროტეინი ანუ მონოკლონური პროტეინი ანუ მონოკლონური კომპონენტი. ესეიგი —–პარაპროტეინი არის მონოკლონური იმუნოგლობულინი ან მისი კომპონენტები——-მსუბუქი ან მძიმე ჯაჭვები. სწორედ აქედან დიფერენცირდება– მიელომა ,ლიმფომა ან ამ ჯგუფის დაავადებების ატიპური, მსუბუქი და საშუალო ფორმები , რომლებიც თუ ექიმი ძალიან გამოცდილი ვერ არის რთული გამოსაცნობია .რეალობაში ,ძალიან ხშირად , როგორც სამედიცინო სტატისტიკა ადასტურებს, ვერ ხდება გამოცნობები. ამის გამო კი ხშირია მოულოდნელი დამძიმება ვირუსზე, მენინგიტი, ენცეფალიტი და ხანდაზმულობამდე გარდაცვალება. ადამიანები, რომლებიც მძიმე ვირუსით გარდაცვლილან ,მათ ჰქონდათ მონოკლონური კომპონენტისგან დაზიანებული ფილტვის ალვეოლები. მაგალითად, ამის ძალიან ბევრი შემთხვევა იყო კოვიდის დროს.
როგორც ვთქვი, მონოკლონური კომპონენტები იქმნებიან პლაზმური ან ბე უჯრედების სხვა უჯრედებთან კლონური , ფალსიფიცირებული ,იმიტაციური ვარიაციით .ადამიანი ერთი მთლიანი სისტემაა. მაგალითად, სწორედ ჰემატოლოგიური ანუ სისხლის სისტემის გადახრები იწვევენ ნეფროტოქსიკური პარაპროტეინის გამომუშავებას და თანდათან შლიან თირკმლებს. არა მარტო თირკმლებს, სხვა ორგანოებსაც.
პათოლოგიური პროცესები ყველა ორგანოში ყოველთვის ძვლის ტვინიდან ანუ სისხლის სისტემის სათავედან იწყება. ამიტომ უნდა ანემიას უკიდურესი თერაპიული მობილიზება. ძველი თაობის კულტურული ქალბატონები განგაშს აცხადებდნენ ანემიაზე. ცდილობდნენ შვილიშვილები, ექიმების დახმარებით შედგენილი სქემებით ხარისხიანად ეკვებათ. დღეს ეს პროცესი გონიერების საზღვრებს აცდენილია . ქალბატონი ტრაბახობდა დაბალი ჰემოგლობინით დიდი ხანია დავდივარო.
თუ თირკმლებში პროცესები ხანგრძლივდება და პათოლოგიური მონაცემები ხშირად მეორდება პარაპროპტეინემია უნდა გამოირიცხოს ,რომ ადამიანი არ მოკვდეს თირკმლის უკმარისობით და იცოცხლოს დიდხანს .ძალიან გართულებულ და გახანგრძლივებულ პარაპროტეინემიას მოყვება გამაგლობულინების ჭარბი პროდუქცია .პარაპროტეინი შეიძლება ვერ დაიჭირო, მაგრამ თუ გადახრილი გამაგლობულინი გამოჩნდა, იქ მკურნალობის ძალიან დაგვიანებას აქვს ადგილი. შანსი არ არის ასეთ ადამიანს უკვე გადატანილი არ ჰქონდეს ან ინფარქტი ან ინსულტი ან ენცეფალიტი ან მენინგიტი ან თირკმლის კრიტიკული მდგომარეობა .
ხშირად მონოკლონური მიზეზითაა ნატრიუმი დაქვეითებული ანუ აციდოზია, სიმჟავეა და სოდის ტაბლეტებს ხაგრძლივად უშედეგოდ სვამენ ,რაც ყველა ზე პრიმიტიული მიდგომაა და შედეგში დამზიანებელია .სოდა რატომ უნდა მიიღო და შეუმჩნევლად მიხვიდე სასიკვდილო ალკალოზამდე, როცა მედიცინაში მჟავა —-ტუტოვანი გადახრების რეგულირების რეალური, ნატურალური გზები და საშუალებები არსებობს. მჟავა- ტუტოვანი წონასწორობა რომ გადაიხრება ადამიანს უჩნდება ჩივილები ,დისკომფორტები ან დაავადებები. თუ ეს გადახრა მალე არ კომპენსირდება და დიდხანს გრძელდება—— ადამიანი კვდება .ეს მედიცინის რეალობაა. ამასთან მხოლოდ ომეპრაზოლებით ბრძოლა ,მექანიზმების უცოდინარობა და უკანასკნელი იმუნიტეტის ჩაკვლაა.
მიელომას და სხვა მონოკლონურ დაავადებებს ,ამიტომ ხშირად ვხსნი რეკომენდაციებში. მინდა ადამიანები ჯანმრთელად იყვნენ. ვიცი რა ხდება გამოფიტულ ძვლის ტვინში და რამდენადაა სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებული—- სისხლის საერთო ანალიზში დაბალ ზღვარზე მყოფი თრომბოციტების და დაბალი ლეიკოციტების დროს. რაზეც ხშირად —– ეს არაფერიაა დასკვნაა . მაღალი დონის მედიცინა განმარტავს, რომ მიელომით ან მსუბუქი ან მძიმე ჯაჭვების სხვა დაავადებით —მძიმე ან მსუბუქი ფორმით ადამიანი ცხოვრობს, მოღვაწეობს ,დადის ექიმებთან , მკურნალობს სხვადასხვა დაავადებებზე ——–ქოლესტერინი, ინფარქტი, ანემია, ჩიყვი და სხვა , მაგრამ ხდება თუ არა 70 წლი ს ადვილად — გარდაიცვლება. ლიმფომების დროს უფრო ცუდია ვარიანტია. ადამიანი ,რომელიც ახლობლებს ჯანმრთელი ეგონათ, ერთ დღეს მძიმდება და დიაგნოზი ლიმფომით ,ხშირად ახალგაზრდა ასაკში, გარდაიცვლება. ასევე ზედა ასაკშიც , მითუმეტეს ,თუ ლიმფომა დამალულია ასთმურ ბრონქიტში ან ასთმაში. რეალობაში ლიმფომაა და ასთმური ბრონქიტი ან ასთმა ჰგონიათ. ეს არის არამყვირალა ფორმები. თუმცა გამოცდილ ექიმებს არაფერი გამოეპარებათ ,თუნდაც პაციენტი მათთან მარტივი ბრონქიტის სამკურნალოდ იყოს მისული.
როგორც ვთქვი, მრავლობით მიელომა და სხვა მონოკლონური დაავადებები პლაზმური უჯრედებიდან მიიღება. როცა პლაზმური უჯრედები ჯანმრთელია მაშინ ისინი ქმნიან ანტისხეულებს და ადამიანი უძლებს ყველანაირ ტოქსინს და ინფექციას. რაც არ უნდა დაემართოს ადვილად მორჩება. მსოფლიო მედიცინას აღწერილი აქვს შემთხვევები, ჯანმრთელი ძვლის ტვინის და შესაბამისად, საღი პლაზმური უჯრედების მქონეს შიდსი დაემართა, მაგრამ ვირუსმა მკურნალობის გარეშე დატოვა ორგანიზმი. დაზიანებული ძვლის ტვინის და პლაზმური უჯრედების ფონზე იქმნება ყველაზე ცუდი დაავადებები. მრავლობითი მიელომის და სხვა მონოკლონური დაავადებების დროს დაზიანებული პლაზმური უჯრედები ძვლის ტვინშია .ბევრს ჩინურად ესმის ძვლის ტვინი. მაგრამ ყველა, საშუალო და მძიმე დაავადების ბედი იქ წყდება.
მიელომის და მსუბუქი და მძიმე ჯაჭვების სხვა მონოკლონური დაავადებების დროს პლაზმური უჯრედები სიმსივნურად გვარდებიან, ისინი წყვეტენ ანტისხეულების შექმნას და იწყებენ დეგრადირებული ცილების ფორმირებას. ამ დროს რა ჩივილებია ?—ქრონიკული ან პერიოდული ტკივილები ,განსაკუთრებით —-ხერხემალში, თეძოში, მენჯში . მკურნალობა კი ხშირად არასტეროიდულებით გაყუჩებაა. დიკლოფენაკებით გადარეცხილი ,კლინიკამიჩქმალული , აშკარად შემცირებული სიცოცხლის მაგალითები ბევრია. ასევე არის —-კუნთების ტკივილი, ყაბზობა ან შარდვის გაძლიერება და სხვა. საშუალო ფორმებში წონის მატებაა ,ხოლო უმძიმესში წონის კლება. ხან არის წყურვილი და ეს დიაბეტის ჩივილებშია დაკარგული. რადგან, დიაბეტი ხან ამ დაავადების თანამდევია. გაფუჭებული ემ ცილების კუმულაციები იწვევენ თირკმლის კაპილარების დაზიანებას და გადაგვარებას, იმ ადამიანებში მეტად, ვისაც თირკმლის დაზიანების ან სიმსივნის გენეტიკური განწყობა აქვთ.
ევრო-ამერიკული სამედიცინო სტანდარტით—თირკმლის გახანგრძლივებული, გაქრონიკულებული პროცესების, თირკმლის კისტების, ქრ პიელონეფრიტების, მითუმეტეს გლომერულონეფრიტების და თირკმლის სხვა მოურჩენელი სინდრომების დროს მიელომა და სხვა მონოკლონური დაავადებები უნდა გამოირიცხოს.
მონოკლონურ ვარიანტებს——– ცილების გადახრებით, ნატრიუმის ,კალიუმის , კოაგულოგრამის ცვლილებებით, ორგანოთა ამილოიდოზით—–ანუ სისხლძარღვების სკლეროზთ —–აუცილებლად 98 პროცენტში ახლავს ანემია. ანემიის საკითხი ჯანდაცვის სისტემაში ეროვნული მასშტაბის ამოცანად უნდა იქცეს. ადამიანთა უმრავლესობას– ღარიბს,ასევე ძალიან შეძლებულსაც ,მიუხედავად კარგი კვებისა, აკლიათ ბევრი ნივთიერება , რომლებიც სიცოცხლის საფუძვლებს ქმნიან. ფიზიოლოგიური სტანდარტია -ზოგი ნივთიერების შემცირება უკვე ხდება 15 წლიდან სიცოცხლის განმავლობაში. ღარიბი მოსახლეობისთვის ამ ნივთიერებების ნაწილის , პერიოდულად, უფასოდ მიწოდება ეროვნული დონის საკითხია. შეძლებულს კი სწორი დანიშნულება სჭირდება .მოსახლეობა ძალიან გამოფიტულია.
მედიცინა ღიად აღნიშნავს , რომ არიან ექიმები რომლებიც ეწ მსუბუქ ანემიას საშიშად არ თვლიან .სამწუხაროდ, ზოგ ადგილზე არის მედიცინის ასეთი უმეცარი ფრაზეოლოგიის დამკვირდება—-ჩვენს პირობებში 66 კარგი ჰემოგლობინია. ეს არის საბედისწეროდ მახინჯი და არასწორი ტენდენცია. არცერთ დროში არ არის 66 ჰემოგლობინი—კარგი. უამრავჯერ მაქვს ამის განმარტება გაკეთებული. 66 დან 54 მდე ეწოდება ანემიის პირველი ხაზი. 66 ზე ამბობენ არაფერიაო და 54 ზე განგაშია. ეს არასწორია .66 ზე ისევე უნდა იღელვო, როგორც 54 ზე. ანემია არის დიდი სიგნალი და ძვლის ტვინის განგაში ,რომ დაზიანებები დაწყებულია და შველა სჭირდება .როგორც ხშირად ვამბობ რკინის გადასხმა ჩვევად კი არ უნდა იქცეს, არამედ ძვლის ტვინს მივხედოთ, რომ რკინის წარმოქმნის ჯანმრთელი უნარი დავუბრუნოთ. ანემიის ტიპი თუ არ დაადგინე ,დაავადებას არ უნდა შეეხო. 66 ჰემოგლობინი სიგნალია ძვლის ტვინიდან ,რომ არასოდეს არ გექნება სრულფასოვანი ჯანმრთელობა. დაბალი რკინა ნიშნავს დაბალ იმუნიტეტს.
.ამ თემასთან მჭიდრო კავშირშია ნორმოციტული ანემია. მონოკლონურებს ყველაზე ხშირად უკავშირდება ნორმოციტული ანემია. მონოკლონურის აღმოსაჩენათ იმ დაავადებების დროს , რომლებსაც ნორმოციტული ანემია ახლავთ, აუცილებლად უნდა დაფიქრება ძვლის ტვინის სტატუსზე. ნორმოციტული ანემია დიდ პროცენტში არის ამ დაავადებების დროს—–თირკმლის დაავადებები უკმარისობამდე მისული, სისხლის კიბო, ენდოკრინული ჯირკვლების დაავადებები,მეტასტაზები,აპლასტიური და ჰემოლიზური ანემიები. როცა თირკმლები ფარ-ხმალს ყრიან და ძნელი ხდება მართვა, აქ ძვლის ტვინის ამ ტიპის დაავადებები ფონად უხშირესადაა .მითუმეტეს, თუ პერიოდულად მაინც ერითროპოეტინი მცირდება. მკურნალობა ,თუ ამ ანემიის საკომპენსაციოდ არ წარმართე უშედეგო იქნება. თირკმლის უკმარისობა მარტო ის არ არის თირკმელი რომ გაჩერებას იწყებს და კალიუმის ქვევით ჩამოყვანა ძნელდება .ეს მხოლოდ ბოლო სტადიაა უკმარისობის. მაგალითად ,თირკმლის მეორე ან პირველი ხარისხის უკმარისობა აქვს ნებისმიერ ადამიანს — შაქრიანი დიაბეტით .მაგრამ, თირკმლის მესამე და მეოთხე ხარისხის უკმარისობის დროს მონოკლონურის არ გამორიცხვა ადამიანის ნაადრევი გაწირვაა. როცა ექიმი ნახავს ნორმოციტულ ანემიას, ჯერ ის დაავადებები უნდა გამორიცხოს, რომლებიც ამ ანემიით მიდიან —–კუშინგის დაავადება, ჰიპერპარათირეოზი, თირეოტოქსიკური ჩიყვი, ადისონი, ჰიპოანდროგენიზმი, ტუბერკულოზი,რევმატიული ართრიტი, შარდის შეუკავებლობა,სპონდილიტი,ღვიძლის დაავადებები,სიმსივნეები და სხვა.
თუ გეუბნებიან, რომ არაფერი დაავადება არ გაქვს და მაინც იღლები ადვილად ; თუ ასპარაგინის ცვლის დარღვევას გამორიცხავ და არ არის —-მაშინ მიელომა უნდა გამოირიცხოს ან მსუბუქი ჯაჭვების რომელიმე ატიპური ან მსუბუქი ვარიანტი. მსუბუქი ვარიანტი ქვია , მაგრამ ინფარქტის და ინსულტის რეალურ შანსებს მოიცავს. ამის გამორიცხვას ძალიან გამოცდილი ექიმები სჭირდება. დღეს კლასიკური შემთხვევების დადასტურებაც ძალინ ჭირს. სიცოცხლის ხანგრძლივობას ზღუდავს რთული შემთხვევების ვერ გაგება და მითუმეტეს ,ატიპური, მსუბუქი ვარიანტების,რომლებიც ვერ წარმოიდგენთ ისეთი ხშირია ჩვენს გარშემო. ფონად ხშირია და აქცენტირება ხდება მხოლოდ მის ზევით გამოკვეთილ დაავადებებზე. ამიტომ ვერ ცოცხლობენ დიდხანს ადამიანები.
ადვილად დაღლა, უენერგიობა—-ძვლის ტვინის გამოფიტვის სიგნალია და განიშნებს, რომ დეენემში——- სპეციფიკური, სასიცოცხლო შაქრების მარაგი , თანდათან მთავრდება სიცოცხლესთან ერთად . დეენემის შაქრების აწევა ადამიანს ენერგიას აძლევს ,რომ გადაადგილდეს ან იაქტიუროს.
მიელომის სხვადსხვა ფორმა, ასევე მსუბუქი და მძიმე ჯაჭვის სხვა დაავადებები უნდა ეძებო ,თუ ტკივილი ან დისკომფორტია—ხერხემალში, თავის ქალაში, მენჯში, ნეკნებში, მხრის და ბარძაყის ძვლებში. ასევე ახასიათებს ნეკნების ადვილად მოტეხვა, უცებ დაღლა, კიდურებში ჩხვლეტა.
თუ ანემიაა, კალციუმი მომატებულია , თირკმლებში პრობლემებია და თრომბოციტები საუკეთესო ზღვრებში არ არის ,უკვე მკურნალობა დაგვიანებულია და დიდი მცდელობები უნდა გაჯანმრთელებას. ძვლებიდან გამომძვრალი და სისხლში მოჭარბებულად გამოსული კალციუმი ,იწვევს თირკმლის ქსოვილის გადაგვარებას და თირკმლის კიბომდე——-კარცინომამდე მიჰყავს ორგანიზმი.
ევროპული სამედიცინო—პედიატრიული სტანდარტით—– ბავშვებს, რომლებსაც თრომბოციტები არა აქვთ სასურველ ფარგლებში და ქვედა ზღვრისკენ აღენიშნებათ სისხლის საერთო ანალიზში ,მიელომის დიდი შანსი აქვთ ასაკში.
არ გაატაროთ და არ მიმალოთ დიკლოფენაკებში და გამაყუჩებლებში —–ხერხემლის, ნეკნების, მენჯის, ტკივილები. ეს არის სიცოცხლის ხელოვნურად , უტვინოდ განადგურება. ეს არის მთავარი ნიშანი ამ დაავადებების .დილოფენაკების გაშინაურებამ მასიურად მიმალა ამ დაავადებების ატიპური ან მსუბუქი ვარიანტები და ეს დარჩა ერთი დიდი მიზეზი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების .კალციუმის მატება და ადვილად დაღლა დაავადების გამძვინვარებაა.
არასეკრეტირებულ მიელომებს მიუკუთვნება ჩივილები—-ანემია, ნეკნების ტკივილი, მალების დაზიანება, რეინოს სინდრომი ან თრომბით ოკლუზირებული თვალის ბადურას ვენების პრობლემა სისხლძარღვების სკლეროზის გამო. ხოლო პლაზმოციტომა მიელომის სახეა. ის მხედველობის ნერვს აწვება და თვალი თვალბუდიდან გადმოიწევს .სოლიტარული პლაზმოციტომა ლეიკემიაა.
ოსტეოპოროზი , რომელიც საშინაო, საღლაბურცო , სტანდარტულ, დიკლოფენაკებით გასათრევ ,უბრალო, ყველაზე მასიურ დაავადებად იქცა ———ძალიან ხშირად მიელომის და მსგავსი დაავადებების სინდრომია და ყოველთვის დიდი სიგნალია ძვლის ტვინის დაზიანების. ოსტეოქონდროზის დროს ძვალი განლევას იწყებს ან უკვე განლეულია —-ძვლის ტვინის სიცოცხლის დასასრულის მოახლოების გამო.
ფეხის მოტეხის შემდეგ თითქოს მორჩენილი ხანდაზმულები ხშირად კვდებიან, თუ მიელომის ან სხვა მსუბუქი ჯაჭვების ატიპური ფორმების ,თუნდაც მსუბუქი ფონი აქვთ .თუ არაა ფონი ———–მაშინ ხანდაზმული ამას ჩვეულებრივად იტანს და იცოცხლებს . 99 პროცენტში ჯერ ძვალი ტყდება და შემდეგ ეცემა ხანდაზმული და არა პირიქით .
ოსტეოპოროზი მკაცრ კონტროლზე უნდა აიყვანო, რადგან კიბოს სჩვევია ——-ჯერ პირველად ,ყოველთვის ძვალს მიადგება.
სხვანაირად ავხსნი— იმუნოგლობულინი არის ცილების სისტემა ,რომელსაც ქმნის ბე ლიმფოციტები და პლაზმური უჯრედები. იმუნოგლობულინები ანტისხეულებია. ჯანმრთელ მდგომარეობაში ისინი თავიდანვე ამოიცნობენ ორგანიზმში შემოჭრილ ტოქსინებს, მიკრობებს , მავნე აგენტებს და კლავენ. როგორც უკვე ვთქვი ,თუ პლაზმური უჯრედების კლონი უმიზნოდ და უსისტემოდ იქმნება და სისხლში დაეხეტება , მიიღება-მონოკლონური, დესტრუქციული იმუნოგლობულინები——-პარაპროტეინები. ისინი ლაგდებიან ორგანოებში,ქსოვილებში, სისლძარღვებში, არტერიებში, ვენებში, ტვინში და მათ ფიზიოლოგიურ სიცოცხლეს აბრკოლებენ.
დავაკონკრეტებ—-მონოკლონურ პროცესებს მედიცინა მიაკუთვნებს შემდეგ დაავადებებს———-მრავლობითი მიელომა ანუ ავთვისებიანი პლაზმური უჯრედების კიბო; ბუსუსოვანი ლეიკემია ;ლიმფომები ;ამილოიდოზი ანუ სისხლძარღვების სკლეროზი ;გლომერულონეფრიტი, რევმატოიდული ართრიტი, მგლურა; მაანკილიზებელი სპონდილიტი,რომელიც მალთაშუა სახსარშია და ხშირად ამაზე არანაირი რეაქცია არ არის . სპონდილიტის დამადასტურებელ გადაღებას რომ ვნახავ მინდა ხმამაღლა ვიყვირო და განგაში გამოვაცხადო, მაგრამ პაციენტის დარწმუნება ძნელია ,როცა ის მანამდე მოხვდა არაძლიერ სპეციალისტთან , მან კი ეს ყველაფერი—– მარტივ შაბლონად ქცეულ ოსტეოქონდროზში გაუტარა. სამწუხაროდ ასეთებიც ხდება , მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში საკმაოდ ძლიერი ცენტრებია ძვალ-სახსართა პროფილის, თავისი ძალიან გამოცდილი ექიმებით. სპონდილიტი იმდენად ძლიერი დაავადებაა, მისი მკურნალობის მსოფლიო სტანდარტია—— სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფას საწინააღმდეგო მედიკამენტები და ინტერლეიკინ 17ის დამარეგულირებელი წამლები და მხოლოდ ის მინერალები ,რაც ამ ადამიანს აკლია .თუ გადაღების პასუხებში ტერმინ—- სპონდილიტს შეამჩნევთ და მომავალი წლის განმეორებით ანალიზებამდე —ეს არაფერიათ—-ხართ გამოშვებული, აუცილებლად მოძებნეთ კარგი სპეციალისტები და მალე იმკურნალეთ, რომ სიცოცხლე გაიხანგრძლივოთ. ასევე, მონოკლონური სამედიცინო სტატუსებია კიდევ ——–არტერიების ვასკულიტი; შოგრენის სინდრომი, რაც გამოვლინებულია გარე სეკრეციის ჯირკვლების აუტოიმუნური პროცესებით; ჰერპესი—- მკვლელი ინფექცია, რომლის მორჩენა ბევრს მალამოს და ერთი წამლის იმედად აქვს; ა , ბე , ცე ჰეპატიტი. ცე— ს პროგრამის გავლის შემდეგ ღვიძლი მორჩენილი ჰგონიათ, როცა პროგრამის მიზანი მხოლოდ ვირუსის ელიმინაციაა; მონონუკლეოზი ანუ ლიმფური ქსოვილის რღვევა, რომლის დროს მძიმე ანთებაა—ელენთაში, ღვიძლში, ტონზილებში,ლიმფურ კვანძებში. იხილეთ ჩემი სტატია მონონუკლეოზზე სამი ნაწილი. სადაც დაკონკრეტებულია —როგორ ზუსტად ჰგავს ის ანგინას და როგორ იწვევს ლიმფომებს და სისხლის სხვა კიბოებს ,თუ არ მოხდა ძლიერი მკურნალობა პერმანენტულად. თუ ექიმი გამოცდილი ვერ არის, მას მონონუკლეოზი გამოეპარება და ამის უამრავი ფაქტია. თუ მონონუკლეოზი ჰქონდა ბავშვს , მისი ჯანმრთელობის დასაბრუნებლად მშობლებმა დიდი შრომა უნდა გასწიონ. ასეთ ბავშვს მთელი ცხოვრება უნდა მკურნალობა და პროფილაქტიკა ძვლის ტვინის და ღვიძლის გადასარჩენად ;ასევე მონოკლონურ დაავადებებს მიეკუთვნება—–გართულებული ტონზილიტი,ლიმფური კვანძი, შიდსი , ბორელიოზი ტკიპის ნაკბენზე ;ორგანოების გადიდება;ჰიპოგონადიზმი, გინეკომასტია ანუ კაცებში მკერდის გადიდება,სათესლეს ატროფია, თირკმლეზედა ჯირკვლის უკმარისობა;პოლინეიროპათია , რომლის მკურნალობა ხშირად ,მხოლოდ ნევროპათოლოგთან ხდება და რეალური განკურნების დაგვიანებაა. პოლინეიროპათიაა——–ტერფის ტკივილი,ჩხვლეტები კანში, დაბუჟება, ფეხის გაცივება ,ფეხის თითებში ჩხვლეტა, ფეხის კუნთების და ფეხის თითების სპაზმი და კრუნჩხვები. პოლინეიროპათიაა ასევე——თუ ფეხს მტკიცედ ვერ ადგამთ, კიბეზე მტკიცედ ვერ ადიხართ, თხელძირიანი ფეხსაცმლით სიარული გიჭირთ, თუ ხან ფეხი გამოგეშლებათ ,თუ ძალა დაგიქვეითდა ხელის მტევანში და ფეხის ტერფში, თუ წვივის კუნთი ხან გტკივათ ,თუ ფეხის თითებში მგრძნობელობა ოდნავ დაქვეითდა, თუ კოჟრები გაქვთ,თუ მსუქანი ან ძალიან გამხდარი ხართ, მითუმეტეს, თუ გენეტიკაში დიაბეტი იყო—— ეს პერიფერიული ნეიროპათიაა . თუ დღეს ზოგიერთ ამ მონაცემზე დიაბეტი ჯერ არ გაქვთ, ფარული ან ღია ფორმით მალე გესტუმრებათ. სავალდებულო არ არის შაქარი სტაბილურად მაღალი იყოს დიაბეტის დიაგნოზის დროს. ჰიპოფიზი ,რომელიც მთლიანად — 100 პროცენტით მართავს დიაბეტს , გადახრებისგან ხშირად ისეთი დათრგუნულია, რომ შაქრის მაღლა აწვის უნარიც აღარ აქვს.
ევრო-ამერიკული სამედიცინო სტანდარტით —— იდაყვის ნერვის ნეიროპათია——-კუბიტალური არხის სინდრომი, ცერა და საჩვენებელ თითს შორის კუნთის განლევა და ჩავარდნა——-ესაა ძვლის ტვინის ბოლომე დაბინძურება ლეიკემიების ან მიელომის წინ.
მონოკლონურია ასევე — ენდოკრინული და დერმატოლოგიური დაავადებები-ზოგი .მონოკლონურ ჰიპოგონადიზმს და სათესლეს ატროფიას , ხშირად ,პროსტატის ანთებას ან პროსტატის კიბოს მიაწერენ ან იზოლირებულად განიხილავენ და სათავო პრობლემის რეგულირების გარეშე შედეგები მძიმდება. მკურნალობს მაგალითად, ანდროლოგ სექსოლოგი გინეკომასტიას ან ჰიპოგონადიზმს ან უროლოგი მკურნალობს სათესლეს დისტროფიას ან პროსტატის კიბომდე მისულ ვითარებას და სულ არ არის გააზრება ,რომ ეს შეიძლება მონოკლონური გამოპათიის თუნდაც მსუბუქი სახე იყოს . ამის გამო ადამიანი დამძიმდება მიუხედავად მკურნალობისა. მონოკლონურ დაავადებებს მიეკუთვნება ასევე, კანის დაზიანება—მისი გასქელება ან პიგმენტაცია ან ჰირსუტიზმი ,რის გამოც ეპილაციაზე დადიან.
რაც დაავადებები ჩამოვთვალე ოფიციალურად აქვს მედიცინას მიკუთვნებული მონოკლონური დაგროვების პათოლოგიაზე. ამ დაავადებების დროს სისხლი, ძვლის ტვინი, ღვიძლი, ფილტვები და მსხვილი ორგანოები სამიზნეზე უნდა გყავდეს, მითუმეტეს —ძვლის ტვინი, რომ ადამიანი რეალურად მოარჩინო და დიდხანს აცოცხლო. კნინობითად დაბალი დონეა ამ ჩამოთვლილი დაავადებების მკურნალობა და განხილვა მხოლოდ ლოკალურ დონეზე, როცა წამყვანი პროცესები ძვლის ტვინშია. ამიტომ მიზეზი ლოკალურად ორგანოებში არ უნდა ეძებო. მთელი აქცენტი და ქმედება გადატანლი უნდა იყოს —–ძვლის ტვინზე. ნებისმიერი აქ ჩამოთვლილი დაავადება თუ ადვილად არ რჩება ,მაშინ მონოკლონური კომპონენტის გამორიცხვას ითხოვს.ეს არის რეალური, აკადემიური გ ზა ხანგრძლივი სიცოცხლისკენ.
ძვლის ტვინს მხოლოდ ნატურალური კვება უყვარს. ის არ მოგარჩენს თუ მარკეტის— კვერცხი, რძე და ქათამი ჭამე ან სხვა ამათი მსგავსი ძვლის ტვინის დამჩლუნგებლები. ანგინით მოავადე ბავშვს ,თუნდაც ტონზილექტომიის შემდეგ,არასოდეს ექნება სრულფასოვანი ჯანმრთელობა,თუ იკვებება არანატურალური პროდუქტებით.
კიდევ გამოვკვეთავ , ამჯერად, მრავლობით მიელომას——-ეს არის მონოკლონური იმუნოგლობულის შემქმნელი პლაზმური უჯრედების ავთვისებიანი დაავადება. პლაზმოციტების მიერ გამომუშავებული იმუნოგლობულინი ეს არის პარაპროპტეინი. პარაპროტეინი ანაცვლებს ნორმალურ იმუნოგლობულინს. ამის გამო იმუნიტეტი ძალიან დაბლა ეცემა. ყველაზე მეტად ეს ურტყამს —–ფილტვს, საშარდე სისტემას და ძვლებს. პარაპროტეინი სისხლს წებავს და თრომბირების პოტენციალი მაღლა იწევა. განმეორებადი ანემია, კალციუმის აწევა თუნდაც ერთხელ; ხერხემლის, ნეკნების, მენჯის ტკივილები;იმუნიტეტის დაწევა,ქოლესტერინის სიჭარბის გახანგრძლივება —–ეს არის სიგნალური ჩივილები. ამ დროს იმუნოგლობულინები შეიძლება ნორმაა, მაგრამ გლობულინებიდან ერთი მაინც, ყოველთვის მომატებულია. სწორედ გლობულინების რაოდენობით ადიფერენცირებ——-იზოლირებული, მონოკლონური თირკმლის უკმარისობაა თუ ძვლის ტვინის კიბო. რატომღაც ჰგონიათ, რომ მსუბუქი ჯაჭვების- კაპა და ლამბდას გადახრა უფრო მეტად საშიშია და სიცოცხლის შემზღუდავია, ვიდრე მძიმე ჯაჭვების გადახრა ,რომლებიც ხალხში უფრო პოპულარული პარამეტრებია.
ყველაზე ხშირი მონოკლონური გამოპათია,რომელიც სტატისტიკურად 99 პროცენტში მხოლოდ სიკვდილის პერიოდში დადგენილა და ათეული წლები ადამიანი ამ დაავადებით დადის და სხვა დაავადებებზე მკურნალობს—-ეს არის M J V S . რაც შეეხება M J R S-ს ესაა მონოკლონური გამოპათია ,მხოლოდ თირკმლის დაავადებით გამოხატული და ამის ვერგამოცნობა ძალიან, უკიდურესად დაბალი დონეა. ადამიანს ჰგონია, რომ თირკმელი გაუქრონიკულდა და ვერ ირჩენს. რეალობაში სიცოცხლის დღეების შემამცირებელი ძვლის ტვინის სიმსივნე აქვს, რომლის მართვა და დიდხანს სიცოცხლე ნამდვილად შეიძლებოდა.
ლიმფომა ლიმფური ჯირკვლების და ძვლის ტვინის კიბოა .ლიმფომა უნდა გამოირიცხოს როცა ლიმფური ჯირკვლების ჰიპერტროფიაა—-კისერზე ,საზარდულზე ,მუცელზე და სხვა ადგილებში .ასევე პერიოდული ქავილია და ქრონიკული დაავადებები და ინფექციებია. სტატისტიკურად ———გახშირდა ბავშვთა ასაკის ლიმფომებიც.
ვიმეორებ—– მედიცინაში აღწერილია ბევრი შემთხვევა ,როცა ზრდასრულებში ლიმფომა ასთმური ბროქიტი ან ასთმა ეგონათ.
არაჰოჯკინის სასტიკი ლიმფომის დროს ——–ღამის ოფლი, წონის დაქვეითება, ცხელება, ლიმფადენოპათია, სუნთქვის გაძნელება რაც ხშირად ასთმური ბრონქიტი ჰგონიათ და სპაზმოლიტიკებით და ანტიჰისტამინურებით იჩქმალება .ასთმურ შეტევებად ჩათვლა ლიმფომების ,უკვე ,ხშირ სამედიცინო შეცდომად ითვლება.
თუ ებშტეინ- ბარის ვირუსის დადებითი ანალიზია ანუ თუ მონონუკლეოზია გადანატანი, ადამიანებს დიდი ბრძოლა დასჭირდებათ ლიმფომის შანსების ასაცილებლად. უკიდურესად უხშირესი შემთხვევებია ამ ვირუსის დადებითობის ანუ გადატანილი მონონუკლეოზის——-მონოკლონური დაავადებების დროს. ლიმფური კვანძების ერთ–ერთი ფერმენტი დე ვიტამინია. დე–ს დაცემას არ უნდა უპასუხოთ მარტო მისი შევსებით . შემდეგ ისევ დაბლა დაიწევს. ეს ყველაზე პრიმიტიული მიდგომაა. დე-ს დაცემის მიზეზის გამოცნობა სასიცოცხლოა . ყოველთვის, თითქმის, სამი დღე ,მხოლოდ იმაზე ვმუშაობ გავიგო, ჩემს პაციენტს —-დე , რომელი პროცესების დარღვევის გამო აქვს დაქვეითებული, რომ ზედმიწევნით სწორი მკურნალობის სქემა გამოვიყვანო.
უკვე პოსტულატია მაღალი დონის მედიცნიაში———გადატანილი მონონუკლეოზი მკვეთრად ზრდის ლიმფომის რისკებს. თუ ლიმფომას აცდა პროცესი, მაშინ——–ღვიძლი იღებს თავის თავზე ყველა ამ დარტყმას და ზიანდება . ხშირად კი ამ დროს აუტოიმუნურ ჰეპატიტამდე მიდის ,რომელიც ციროზივით რთულია. თავის დაღწევა შესაძლებელია ღვიძლის და ძვლის ტვინის გაჯანსაღებით .მსოფლიო მედიცინის პოსტულატია——ლიმფომა გენიტალიებში გართულებულ ინფექციებს იწვევს. ანუ თუ სასქესო სისტემის ინფექციები ადვილად მოსარჩენი არ დარჩა და სხვა აუხსნელი სიმპტომიცაა—– ლიმფომაზეც იფიქრეთ. უკვე ოფიციალური სტატისტიკაა——ლიმფომების და სხვა კიბოების— 70 პროცენტი გადატანილი მონონუკლეოზის გამოა .ებშტეინ -ბარის ვირუსის და მონონუკლეოზის შემდეგ, სიფრთხილე არა მარტო ბერკიტის ლიმფომაზე უნდა,არამედ ეს ვირუსი აღიარებული კანცეროგენული აგენტია, ასევე, ნაზოფარინგეალური კარცინომების.
ევრო-ამერიკული სტანდარტით სიმსივნეთა შექმნის ბიოლოგიურ აგენტებად ითვლებიან ანუ ვირუსები, რომლებიც კიბოს წარმოშობის ხშირი მიზეზები არიან-1–ებშტეინ-ბარის ვირუსი—ლიმფომების გამომწვევი 2-შისტოსომა 3-პაპილომა ვირუსი-საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი4 რაუსის ვირუსი 5—-ლიმფოტროპული ვირუსი—- ლეიკემიის, ლიმფომის ან ცხვირ-ხახის კიბოების გამომწვევი 6-ჰერპეს ვირუსის ტიპი-კაპოშის სარკომა7—-ბე და ცე ჰერპესის ვირუსი ღვიძლის კიბოების გამომწვევი.
საშიში არაფერი არ არის, თუ მედიცინა ზომიერი და თანმიმდევრული იქნება და რეალურად მოხდება ადამიანების პროფილაქტიკური ,გონიერი გაკონტროლება. ამისთვის ჩვენი მედიცინა ჯერ უნდა დაუბრუნდეს საბჭოთა პერიოდის დროინდელი პროფილაქტიკური მედიცინის დინამიკურ ტემპს მაინც. არ ვამბობ დონეს. ძალიან სამწუხაროდ ,იმ დროის მსგავსი აწყობილი პროფილაქტიკური კონტროლის სტილი და ორგანიზებულობა დღეს სანატრელია. მეთევზეების საშუალებით მიღებული ,100 პროცენტით ნატურალური თევზის ქონი რომ დარიგდეს ხალხში, ის რაც ძველად სტაბილურად კეთდებოდა, ამაზე დიდ საქმეს ჯანდაცვა ვერ იზამს ,უკიდურესად გამოფიტული ადამიანებისთვის გაჯანმრთლების გზაზე . მთავრობისთვის ეს მარტივი საქმეა, ხოლო ხალხისთვის სასიცოცხლო.
ყველა დაავადება დამარცხებადია, თუ სწორი პროფილაქტიკა და დროული მკურნალობა იქნება, მხოლოდ პროფესიონალი, ექიმების მონაწილეობით.
ადამიანი ჯანმრთელია მხოლოდ 7ან 8 ან 9 ლეიკოციტეზე სისხლის საერთო ანალიზის მიხედვით. შეცდომილია ის ლაბორატორია რომელიც 4 ს ან სამს წერს ნორმად ,როცა სხვები სწორად აფიქსირებენ. მსოფლიოში ყველაგან ერთი ნორმებია. სტანდარტით—3 ან 4 ან 5 ლეიკოციტზე ადამიანის ჯანმრთელობა გაუარესებულია. ძვლის ტვინი ამ მონაცემებზე უკიდურესად დათრგუნულია და პათოლოგიური რეაქციების სიჭარბეა .არაა სავალდებულო უხვი ჩივილები. დაბალი იმუნუტეტის დროს ჩივილები ს გამოხატვა შესუსტებულია. ლეიკოციტები ანტისხეულებს ქმნიან და ბაქტერიებს ანეიტრალებენ.
როგორც უკვე ვთქვი—-ეს ყველაფერი რა თემაზეც დღეს ვსაუბრობ უკიდურესად ზედმიწვნით გადაჯაჭვულია ფილტვებთან. ლიმფური კვანის არსებობის დროს კი არა ,ნებისმიერი პათოლოგიის დროს ფილტვები ჯანსაღი ვეღარ არის . ლიმფური კვანძის არსებობის დროს აუცილებლად გჭირდებათ ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია კარგი რადიოლოგის დასკვნით და ამ დასკვნის გამოცდილი ექიმის მიერ დეტალური განხილვით .აზრს იმიტომ ვიმეორებ, რომ ვიცი ბევრი სავალალო შედეგი, როცა არ იქნა ფილტვის ფაქტორი ზუსტად დადგენილი და გათვალისწინებული .დიდი ხანია კლასიკურ მედიცინაში აღარ იწერება ფილტვის უკმარისობა ან გულის , ცალ-ცალკე .არამედ იწერება ფილტვ -გულის უკმარისობა.
არ არის სავალდებულო ზუსტად დასტატუსდეს მიელომა ან ლიმფომა, რომ მონოკლონურ კომპონენტან გქონდეს საქმე. სპეციფიკური ანალიზების დასკვნებს აქვს ვარიაციები, რომელიც რამდენიმე ვარიანტს მოიცავს. არა მარტო კონკრეტულ დაავადებაზე მაქვს საუბარი არამედ ——ძვლის ტვინის უმწიფრობაზეც, რაც არის ნებისმიერი მძიმე და საშუალო დაავადების საწყისი მიზეზი. ინფარქტები, ინსულტები ,ქოლესტერინის გახანგრძლივება, შინაგანი ორგანოების ქრონიკული ანთებები,აგრესიული ჩიყვი თუ ნებიმიერი სიმსივნე ——ამ ყველაფერის მთავარი პათოლოგიური ღერძი ძვლის ტვინის დასუსტება და გამოფიტვაა. საუკუნის ტრაგედიაა გაპარული ლიმფომები და მიელომები, რასაც სტატისტიკა ადასტურებს .გაპარულია ან გვიან არის დადასტურებული, მათი კლასიკური ფორმები ,ხოლო ატიპური ან მსუბუქი მონოკლონური ვარიანტები ,ძირითადად, მასიურად დაკარგულია . ანუ ვერ დააფიქსირა მედიცინამ ამ ადამიანის რეალური დაავადება. სწორედ ეს დაკარგვები და ვერდაფიქსირებები შეესაბამება ხანდაზმულობამდე გარდაცვალებებს. მსუბუქი და ატიპური მონოკლონური ფორმების საკითხი დადასტურების მიმართულებით ჯერ ისევ მძიმედ და გაურკვევლად დგას. რთული გასარკვევია და პაციენტი ამ დროს მხოლოდ გონიერი ექიმების ენთუზიაზმის იმედზეა. ეს არის ადამიანების ქრონიკული ავადობის და ხანმოკლე სიცოცხლის მთავარი მიზეზი .ამ დროს ერთი პაციენტისთვის ექიმს უამრავი დროის დახარჯვა სჭირდება .თუნდაც ექიმი მცოდნე იყოს, ეს ვერ გაირკვევა ხანმოკლე კონსულტაციის დროს. მაგრამ, სასიცოცხლოა, რომ ექიმმა მონოკლონური მექანიზმი იეჭვოს.
მონოკლონურ კომპონენტზეც რომ არ იყოს საუბარი, პაციენტის გასინჯვა თუ აკადემიურ ფარგლებშია ,იქ ექიმი ძვლის ტვინის ჯანმრთელობის სტატუსს აუცილებლად ყოველთვის დაახარისხებს. ეს არის ნამდვილი მედიცინის რუტინა. გაჯანმრთელების მცდელობა, ძვლის ტვინის შეფასებიდან თუ არ იწყება, თუნდაც გაციების დროსაც, მაშინ ეს მცდელობა რეალურადაც არ ყოფილა. რადგან, ჯანმრთელი ძვლის ტვინი—- უდრის ჯანმრთელ ადამიანს.
შეიძლება ატიპური ან მსუბუქი ვარიანტის დროს ანალიზში მსუბუქი ჯაჭვები არ იყოს გადახრილი ან ემ პროტეინი ვერ იპოვო, რადგან მკურნალობის დროს თვალს მიფარება ხდება. მაგრამ,აუხსნელი ინფარქტების, ინსულტების, ორგანული უკმარისობების ,მენინგიტების, ენცეფალიტების და სხვების , უფრო ხშირად კი –თირკმლის უკმარისობების და ჩონჩხის ძვლების და კუნთების აუხსნელი ტკივილების მიზეზის სათავე ——ცილების ამგვარი დეზორგანიზაციაა. .ანალიზის შედეგი ხან იჩქმალება ,მაგრამ ეს ყველაფერი ექიმმა უნდა იგრძნოს. რეალური დანახვა მოიცავს შეგრძნებით დანახვას, რაც ექიმისთვის უპირველესი იარაღია . შეგრძნებითი აღქმის გარეშე ექიმი უსარგებლოა. მედიცინაში რეალური დანახვა ფსიქოლოგიური შრეებით აღქმაა. ამ ტიპის დანახვისა და შეგრძნების გარეშე ცოდნა მხოლოდ ხელოვნური ქაოსია ტვინში. ძალიან ხშირად ,ექიმების მხოლოდ ასეთი ხედვა ეხმარება პაციენტს სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
ევრო-ამერიკული სამედიცინო სტანდარტით რა დაავადებები ირიცხება როცა ლეიკოციტები 6ზე დაბლაა ანუ რა იწვევს ლეიკოციტების სიდაბლეს——-1ქრ ვირუსი როცა ძვლის ტვინის ფუნქცია შეზღუდულია2-თანდაყოლილი პათოლოგიები, როცა ძვლის ტვინის ფუნქციის ნაკლოვანებაა 3-მედიკამენტები ,რომლებიც კლავენ ლეიკოციტებს ან შლიან ძვლის ტვინს 4-ქრონიკული ინფექცია ,რომელიც თანდათან კლავს ლეიკოციტებს 5-აუტოიმუნური დაავადებები რომლებიც კლავენ ლეიკოციტებს და ფიტავენ ძვლის ტვინს 6-კიბო და სხვა მძიმე დაავადებები, რომლებიც ანადგურებენ ძვლის ტვინს 7-დაუდგენელი , უმართავი ანემიები.8–მალნუტრიცია ანუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები 9-პარაზიტები. 10-ვიტამინების ნაკლებობა ან მეტობა 11–მგლურა 12-ლეიკემია 13ძვლის ტვინის დაავადებები 14-ღვიძლის ფარული მძიმე პროცესები 15-რევმატოიდული და სახსრების და ძვლების სხვა პროცესები16-ორგანოების უკმარისობები ,ასევე ——გენეტიკური დაავადებები,ელენთის და ღვიძლის პრობლემა, ცილების დაშლა და სხვა კიდევ ბევრი მიზეზი .ლეიკოციტების უნარია——-განდევნონ მიკრობები ორგანიზმიდან. ანუ ფაგოციტოზი. ადამიანს ლეიკოციტები როცა დაბალი აქვს , ის ვერ გამოხატავს რეაქტიულ პასუხს შეჭრილ მიკრობებზე. ლეიკოციტების სიდაბლის გამო ფაგოციტოზის უნარი დაჩლუნგებულია და ამიტომ არის ,რომ ბევრი მძიმე დაავადება უსიმპტომოდ მიდის .ამიტომ მიდიან ლიმფომები ხშირად არამკვეთრი სიმპტომებით.
ევრო- ამერიკული სამედიცინო სტანდარტით რა დაავადებები გამოირიცხება ანუ რა იწვევს თრომბოციტების სიდაბლეს–ეს ეხება ,ანალიზში მათ ქვედა ზღვარზე ყოფნასაც. 1-კლასიკური მედიცინით მთავარი საგანგაშო მინიშნება თრომბიციტების სიდაბლის დროს არის ——სისხლძარღვი მზად არის გასკდომისთვის .ორგანიზმი მზად არის სისხლდენისთვის 2—-ლეიკემია 3—ლიმფომა 4 –აპლაზიური ანემია, 5-ბე12ის და ფოლის მჟავის ცვლების მოშლა–ნაკლებობა ან მეტობა6–ციროზი 7 მიელოფიბროზი 8-გოშე 9- პურპურა 10–არასწორი მედიკამენტები 11-კიბო12-ტვინის დაზიანება13- სისხლის მოწამვლა14 -ბაქტერიული ინფექცია. ასევე—მგლურა, ძვლის ტვინის მეტასტაზი,ძვლის ტვინის გაცხიმოვნება,ტუბერკულოზი,ელენთის პრობლემა, პანკრესის კიბო,გაფანტული სკლეროზი, ინსულტი, პერფორაციის და ანევრიზმის შანსი და სხვა კიდევ ბევრი მიზეზი .ამის შემდეგ, როცა ვინმე პაციენტს ეტყვის თრომბოციტების ან ლეიკოციტების დაქვეითებაზე ან ქვედა ზღვაზე ყოფნაზე სისხლის საერთო ანალიზში ———–ეს არაფერიას, იქ მედიცინა არ არის. მხოლოდ ,სისხლის საერთო ანალიზი რომ ჰქონდეს ჭკვიან ექიმს, ამითაც შეუძლია დაიცვას ადამიანის სიცოცხლე. ინტენსიური მედიცინის და რეანიმაციის მსოფლიო სტანდარტია —-ლიმფოციტები და თრომბოციტები დინამიკაში უფრო რომ ქვეითდება——–ადამიანს სიკვდილი უახლოვდება. რაც შეეხება ნეიტროფილებს—სისხლის საერთო ანალიზში ნებისმიერ მხარეს მათი უმნიშვნელო გადახრაც კი იმუნურ ნგრევებს იწვევს.
როგორც უკვე ვთქვი,ევროპული და ამერიკული სამედიცინო სტანდარტით,როცა ადამიანს დღეს აღწერილი დაავადებები აქვს, ეს არის პარანეოპლასტიკური სინდრომი ანუ სიმსივნის წინა ეტაპი .ხშირია შემთხვევები, როცა ამ ეტაპზე ის ვირუსის შემდეგ სუსტდება და მძიმდება .რადან ,ცნობილია ,რომ ვირუსი ამ ადამიანის სიმსივნეს დაესხა თავს. ვირუსი რომელიც სიმსივნეს ადამიანის გადასარჩენად ესხმის თავს —-ეს მხოლოდ ჰერპესია. ადამიანს ემართება ჰერპესის ენცეფალიტი ან მენინგიტი. ძირითადად ამ დროს ბაქტერიული ტიპის ენცეფალიტს ეძებენ,მას შემდეგ, როცა გადაღება მას დააფიქსირებს. ყველაზე აგრესიული ჰერპესი ვიზუალურად ხშირად არ ჩნდება. ამ შემთხვევაში კი ამცირებს კიბოს მიმდინარეობის სიმძიმეს.
მედიცინის შიგა დიდი პრობლემა რაშია? რაც უნდა ვთქვა ადამიანების გადასარჩენად. მონოკლონური დაავადება ჰემატოლოგ ონკოლოგმა რომ ნახოს, ის ხელს მხოლოდ მძიმე ფორმას მოკიდებს ანუ ისეთს რაც ძირითადად მანიპულაციებს ექვემდებარება და ბევრი აზროვნებაც აღარ სჭირდება. უპატრონოდ მიტოვებული მსუბუქი და ატიპური ფორმები ,რომლებსაც დასაზუსტებლად ბევრი აზროვნება და ექიმების დიდი დროის კარგვა სჭირდება, მასიურად ამცირებენ ადამიანების სიცოცხლეს ხანგრძლივობას . ეს არის მედიცინის შიგა სამზარეულოს ნაღვლიანი მოტივები. ამიტომ, ამ შემთხვევაში ადამიანების გადამრჩენია —–გონიერი, გამოცდილი, გულიანი, თავგანწირული თერაპიული პროფილის ექიმები. რადგან, ზუსტ დასკვნამდე ბევრი ფიქრი და განსჯაა საჭირო. ბევრი მსგავსი დაავადება უნდა გამოირიცხოს.
არ გაატაროთ კალციუმის მატება, თუნდაც ერთჯერადი .ძვლიდან თუ ბევრი კალციუმი დაიკარგება, აუცილებლად, შიგნიდან დაშლის ძვალს. არ გაატაროთ ასეთი სიმპტომებიდან არცერთი ——–წყურვილი, კუნთების სისუტე ან ტკივილი, მუცლის დისკომფორტი, დეპრესიული განწყობა. მითუმეტეს არ გაატაროთ და გამაყუჩებლებში არ მიმალოთ ჩონჩხის ძვლების ტკივილები. ძვლის და სახსრის ტკივილი თუ გაგიქრონიკულდა, მას ყოველთვის რთული მიზეზი აქვს. მაგალითად, წელის პერიოდული ტკივილები და რადიკულიტები ქალებში ნიშნავს საკვერცხეში მიტოქონდრიების დონის რღვევებს , რაც უპატრონოდ, ხშირ შემთხვევაში სიმსივნემდე მიდის.
მომატებულ კალციუმს თუ არ გაატარებთ ——-აუცილებლად აიცილებთ კიბოს. კალციუმის მატება მეტ პროცენტში მონოკლონური ტიპის დაავადებების გამორიცხვას ითხოვს. კალციუმის მატება პარანეოპლასტიკური სინდრომია . ეს არის კიბოს წინა ეტაპის სინდრომი. მომატებულ კალციუმს თუ ექიმი დაგიქვეითებს ,მან თქვენი ორგანიზმის ყველა დეტალი იცის და თქვენთვის ბევრი უშრომია. ანალიზში მომატებული კალციუმის დროს ძვალს სასიცოცხლოდ სჭირდება მხოლოდ ისეთი სახის კალციუმის შემატება, რომელიც სიმსივნური პროცესების დამთრგუნავია.
არ გაატაროთ უყურადღებოდ ანემია. ის პარანეოპლასტიკური სინდრომის ჩამონათვალშია .მას სჭირდება ტიპის გამოცნობა და ძალიან აკადემიური მკურნალობა. თუ არ იცი რომელი ტიპის ანემია გაქვს ბოლომდე ვერ მოირჩენ ,რადგან ყველა ანემიის მკურნალობა ინდივიდუალურია.
ჟანგბადი გადააქვს ფილტვებიდან ორგანოებამდე და კუნთებამდე —-რკინას. რკინის ნორმა უდროს ენერგიას და მაღალ იმუნიტეტს. მაღალი დონის მედიცინის მტკიცებით, ამიტომ არის ადამიანის მთავარი მკვლელი კიბოს დროს—- ანემია. რადგან, ძვლის ტვინი,ანემიის დროს სისხლის ფორმიანი ელემენტების შექმნას წყვეტს. ანემიას რომ აკადემიურად უმკურნალო— ყველა მექანიზმის გასწორებით და არა ზერელედ —-ანემიის დროებით საკომპენსაციო წამლებით——კიბო არ მოკლავს ადამიანს.
თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს დიფერენციალური დიაგნოზები თუ არ აპარალელე მიელომასთან—–ამილოიდოზიც გაგეპარება, ტუბერკულოზიც , თირკმლის მილაკების სკლეროზიც და ძვლის ტვინი მალე მოკლავს ადამიანს.
ზემოთ ჩამოთვლილი დიაგნოზების შემთხვევებში თქვენ გჭირდებათ ამ პრობლემების მცოდნე ძალიან გამოცდილი ექიმები, რომ ლოკალურად არ უმკურნალოდ ამ და სხვა ამავე რიგის დაავადებებს და მასშტაბურად დაძლიოთ ეს დიდი ,სიცოცხლისათვის საშიში პრობლემები. თუ თქვენს შვილს არა მცირედ კოსმეტიკური ,არამედ კომპლექსური ეპილაცია სჭირდება , ეპილაციამდე ჯერ გამოცდილ ექიმებს მიმართეთ. ყოველი წუთი ძვირფასია დაავადებასთან ბრძოლაში .
ანგინას და ტონზილიტს აკადემიური თვალით შეხედევთ. მათი გაუბრალოება დიდი ტრამპლინია უკიდურესად გართულებული ცხოვრებისკენ და სიმსივნეებისკენ. ანგინისა და ტონზილიტის დროს მარტო სიცხის დაწევა კი არ უნდა იყოს მიზანი, არამედ მათი გამომწვევის ——-უაგრესიულესი ა ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკის გაუვნებელყოფა . ყველა დაავადების დროს უნდა სხვადასხვა შემადგენლობის პრობიოტიკი ან ფერმენტი ნაწლავის ფლორის ინდივიდუალური სტატუსის მიხედვით. დამზიანებელია პრობიოტიკის სტიქიურად მიცემა. არასწორად შერჩეულმა პრობიოტიკმა ,შეიძლება ფსიქიკური პრობლემებიც გამოიწვიოს. რადგან, ეპიფიზის რეცეპტორული საწყობი ნაწლავებშია. ეპიფიზს—-მსოფლიოს ყველაზე ელიტარული მედიცინის მეცნიერები ღმერთის მეთვალყურეს უწოდებენ ორგანიზმში. ნაწლავებში წყდება ყველა დაავადების და საერთოდ სიცოცხლის ბედი .ნაწლავებიდან ხდება ჯანმრთელი ადამიანის დეენემის აწყობა და სტაბილიზება. დღეს განხილული დაავადებების დროს განსაკუთრებით სასიცოცხლოა ადექვატური პრობიოტიკული ფლორის დამყარება ,რომელიც კიბოსგან და მძიმე დაავადებებისგან თავდაცვა იქნება. კონკრეტული ადამიანისთვის , მისთვის ადექვატური– პრობიოტიკის, ფერმენტის და წამლის მისადაგება,მხოლოდ ეს არის სიცოცხლისკენ მიმართული მკურნალობა.
თუ ძვლის ტვინის ერთ-ერთი გამაძლიერებლის , სასიცოცხლო ცილების—– ლამინების რღვევა არ გაქვს და არც ჰერპესი გაქვს მონოკლონური კომპონენტით ან მონოკლონური კომპონენტის წარმოშობის დიდი შანსით———არ არსებობს პროსტატის პრობლემა გართულდეს, მითუმეტეს ,მისი კიბო წარმოიშვას.
თუ ვინმე გეტყვის—- სისხლში რეტიკულოციტების თუნდაც ერთით მატება ან შარდის ანალიზში ჰემოგლობინის გამოჩენა—-ეს არაფერია—-სასწრაფოდ მოძებნეთ კვალიფიციური ექიმები და თავი გადაიჩინეთ უახლესი მომავლის დიდი პრობლემებიდან.
ლიმფური კვანძი როცა დიდი ხნის გადიდებულია, მცოდნე ექიმი იწყებს სასიცოცხლო ქმედებებს და კიბოს შანსების დადაბლებას——– ეტაპობრივად ლიმფური კვანძების მეშვეობით ———— მათი იმუნური ბიძგებით და მცენარეული სპეცცილებით ახდენს—–ტოქსინების, მძიმე მეტალების და სხვა–კიბოს უჯრედების შემქმნელი ელემენტების გამოწმენდას ფილტვებიდან. ეს წინადადება მთლიანად მიმართულია კიბოს მაღალი შანსების დროს ან საწყის ეტაპებზე მისი ალბათობა რომ გაქრეს.
აბსოლუტურად ყველაფერი დაბალანსებადია. ნებისმიერი პროცესის შეჩერება და მართვა შეიძლება. ნებისმიერი დაავადების დროს შესაძლებელია ხანგრძლივი სიცოცხლე. ყველა დაავადება რჩება. მთავარია ვიცოდეთ მექანიზმები და გვქონდეს დაუცხრომელი სურვილი ადამიანების სოცოცხლის დიდხანს გახანგრძლივების. ღმერთმა სამყაროში ყველაფრის რეგულირების შანსი ჩადო.